თორნიკე ფაღავა: სინამდვილეში, არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არანაირი ენჯეოსექტორი არ არსებობს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დანამატი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა აცხადებს, რომ სინამდვილეში, არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არანაირი „ენჯეოსექტორი“ არ არსებობს და ეს რადიკალური ოპოზიციის დანამატია.

„დაიწყო ძალიან საინტერესო მხილების კამპანია ე.წ. ენჯეოსექტორის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. სინამდვილეში, არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არანაირი ენჯეოსექტორი არ არსებობს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დანამატი, რომელიც იმართება ისევე, როგორც რადიკალური ოპოზიცია, იმართება მათი პატრონების მიერ, ისინი არასდროს არ ყოფილან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებულები, ისინი ყოველთვის იყვნენ ორიენტირებულები თავიანთი დამკვეთების ინტერესებზე.

ჩვენ გვახსოვს არაერთი მიზანმიმართული და დამიზნებული კამპანია ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ხალხი, ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად. ეს ხალხი ყოველთვის მიზანმიმართულად ებრძოდა ქართულ სუვერენიტეტს, ქართულ სახელმწიფოებრიობას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - აცხადებს თორნიკე ფაღავა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787658528

ახალი ამბები

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სგპ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 39 ფაქტი აღკვეთეს

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 39 ფაქტი აღ...

თანხის დეკლარირები

1787656916

ახალი ამბები

ლაშა გეგეჭკორი: „თიბისი ბანკი“ 2 000 ლარის გადახდის ვადაგადაცილების გამო, სესხის ამომღები კომპანიის მეშვეობით ჩვენგან ითხოვდა 12 000 ლარს, 2018 წელს დადასტურდა, რომ ჩვენი სესხი განულდა - მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ფონდ „ქართუს“

„ჩემს ოჯახს „თიბისი ბანკიდან“ მცირე ბიზნესისთვის 2007 წელს აღებული ჰქონდა 10 000 აშშ დოლარის (იპოთეკური) და 3 000 ლარის (სამომხმარებლო) სესხი, რომელსაც ვიხდიდით გრაფიკის შესაბამისად“, - წერს მიუსაფარ...

ლაშა გეგეჭკორი

1787656377

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინეს. „ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწა...

ცხოველთა სასაკლაო

1787655263

ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ცხოვრებადანგრეულ ადამიანებს, რომლებიც ბანკში სესხის ასაღებად ვერასდროს მივიდოდნენ, ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა, რატომღაც აქაც ისე მოხდა, რომ მხოლოდ „ნაცებმა“ ნახა პრობლემა

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ქველმოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, მათ შორის, ფონდი „ქართუს“ მიერ 2018 წელს განხორციელებულ უპრეცედენტო...

შაკო კუჭაშვილი

1787653843

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორესთან დაკავშირებით კი კონსულტაციები მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე...

დაზიანებული ხე