კიმ ჩენ ინმა კვების რაციონიდან ყველი, ლობსტერი და ალკოჰოლი ამოიღო, შედეგად კი, 20 კგ დაიკლო

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კვების რაციონიდან ძვირად ღირებული შვეიცარიული ყველი, ლობსტერი და ალკოჰოლი ამოიღო, შედეგად კი, დაახლოებით, 20 კგ დაიკლო. დასავლური მედიის წყაროების ინფორმაციით, კიმი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ღვინოს სვამდა. წონაში მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ლიდერის თანამდებობაზე საკუთარი მამა შეცვალა. მისი სხეულის მასის ინდექსიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ინფარქტის რისკი დიდი იყო - მითუფრო, რომ სწორედ გულის შეტევა გახდა მისი მამისა და პაპის გარდაცვალების მიზეზიც.

როგორც დიქტატორთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, კიმი შვეიცარიულ ყველსა და ლობსტერს, ღვინოსთან ერთად, ყოველ დღე მიირთმევდა. 

გასულ წელს კიმ ჩენ ინი საჯაროდ რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიქტატორი გარდაიცვალა, თუმცა როდესაც ის მედიაში გამოჩნდა, საზოგადოებისთვის ლიდერის გარეგნობა გამაოგნებელი აღმოჩნდა - კიმ ჩენ ინი წონაში მკვეთრად იყო დაკლებული.კადრები, სადაც კიმ ჩენ ინის გარეგნული ცვლილება ნათლად ჩანს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება. ვარაუდობენ, რომ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად მან კუჭის შუნტირებაც გაიკეთა.

გასულ წელს კიმ ჩენ ინი საჯაროდ რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოჩენილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიქტატორი გარდაიცვალა, თუმცა როდესაც ის მედიაში გამოჩნდა, საზოგადოებისთვის ლიდერის გარეგნობა გამაოგნებელი აღმოჩნდა - კიმ ჩენ ინი წონაში მკვეთრად იყო დაკლებული.

კადრები, სადაც კიმ ჩენ ინის გარეგნული ცვლილება ნათლად ჩანს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება. ვარაუდობენ, რომ ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად მან კუჭის შუნტირებაც გაიკეთა. 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵მეუღლესთან დაშორების შემდეგ ხშირად ვისმენდი ნაცნობებისგან კითხვას: "ბავშვის გაჩენას აპირებ?" - თათული რობიტაშვილი

🔵საბერძნეთში, ადამიანის ჩონჩხი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ 2020 წელს გაუჩინარებულ ემიგრანტ ქალს ეკუთვნის

🔵მართლა არ ჰქონდა  თბილისში ბინა კახის, მართლა ძალიან უჭირდა - ინგა გრიგოლია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791812228

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791811110

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...

ლევან მაჭავარიანი

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1791809968

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა

„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...

 ნინო ფოჩხუა

1791809645

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...

ირაკლი კობახიძე