კოსმოსურ ხომალდზე, რომელიც მთვარისკენ მიფრინავს, საპირფარეშო გაფუჭდა

კოსმოსურ ხომალდ „ორიონზე“, რომელიც მთვარის მისიის, Artemis II-ის ძირითადი მოდულია და რომელშიც 4 ასტრონავტი იმყოფება, საპირფარეშო გაფუჭდა. ეს მეორე პრობლემაა სტარტის შემდეგ. პირველი პრობლემა დედამიწასთან რადიოკავშირის დაკარგვას უკავშირდებოდა. ინფორმაციას nypost.com ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, უნიტაზი აფრენის შემდეგ მალევე გაფუჭდა. მისი მწყობრში მოყვანა დედამიწაზე მყოფმა სპეციალისტებმა და ასტრონავტებმა ერთობლივად შეძლეს.

საპირფარეშოს შეკეთებას რამდენიმე საათი დასჭირდა. „Apollo“-ს ხომალდებისგან განსხვავებით, სადაც ასტრონავტები ნარჩენებს სპეციალურ ტომრებში ათავსებდნენ, ახლა Artemis II-ის ეკიპაჟს სრულფასოვანი საპირფარეშო აქვს. ის სპეციალური ჰაერის ნაკადით მუშაობს, რათა უსიამოვნო სუნი შემცირდეს. ნარჩენები სპეციალურ კონტეინერებში იქნება მოთავსებული.

იმ შემთხვევაში, თუ ტუალეტის გარემონტება ვერ მოხერხდებოდა, ეკიპაჟს, ისევე როგორც Apollo-ს ასტრონავტებს, ნარჩენების სპეციალურ ტომრებში შენახვა მოუწევდათ.

მანამდე კი NASA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტარტის შემდეგ „ორიონის“ ეკიპაჟთან რადიო კავშირი გაწყდა. მისი აღდგენა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხერხდა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1775130019

მსოფლიო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპასაც სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისგან

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა დარწმუნებულია, რომ ევროპას უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, მისი უნიკალური საბრძოლო გამოცდილების გათვალისწინებით. ესტონეთის საგარეო საქმეთ...

 საგარეო საქმეთა მინისტრი

1775127195

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაა...

მიხეილ ყაველაშვილი

1775125936

საზოგადოება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ანანიძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ...

ცოტნე ანანიძე

1775125528

საზოგადოება

ემზარ გაგნიძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძე...

ემზარ გაგნიძე

1775122562

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: 502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის რეგიონებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აყვანილია 502 ძაღლი (კახე...

სურსათის ეროვნული სააგენტო