მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.

„მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში - მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.

მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს, პეტერ პელეგრინის მოწვევის, თბილი მასპინძლობისა და შინაარსიანი, საინტერესო დიალოგისათვის.

სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად, რასაც გულწრფელად ვაფასებთ მეც და მთელი საქართველოც.

ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება.

მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე.

ასევე, განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს, ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას და ახალგაზრდობის საკითხებს.

 

მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა ქუთაისსა და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ჩვენს ხალხებს და მეტი ტურისტი იქნება როგორც სლოვაკეთში, ისე საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

„ჩვენი შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს - როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. ამასაც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემი კოლეგა, იმიტომ რომ, იცით საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში. შუა დერეფნის თემა საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა, უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდია და უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ინტერესდება იმით, რომ ამ რეგიონს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს და უფრო მეტი ძალისხმევა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის გამოჩენილი, რომ ეს პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია შუა დერეფნის სახით, უფრო მეტად იყოს ათვისებული.

ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონებს შორის ცივილიზაციური დიალოგისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის სათავეშია და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ვექტორია.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას.

საერთოდ ევროკავშირი რომ შეიქმნა, ეს იდეა იყო სამშვიდობო იდეა, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, რაც ჩვენდა სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის, ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებაში, საქართველო ერთგულია ამ ღირებულებების და ჩვენთვის სამაგალითოა ქვეყანა სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს და ჩვენი ხალხიც იმედიანად შესცქერის სლოვაკეთის პოზიციონირებას ევროკავშირში, რადგანაც კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა უნდა იქნეს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკება, ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი, კონსტრუქციული, მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ. მაგრამ ამ პროცესს სჭირდება მეორე მხარე, სამწუხაროდ ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ეტაპისთვის განსხვავებულად იქცევა, თუმცა იმედს გვაძლევს ის ქვეყნები, მცირე ჩამონათვალია, თუმცა სლოვაკეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ეს პრინციპები გააჩნია და მუდმივად მხარდაჭერა აქვს საქართველოს მათი მხრიდან. ძალიან სასიამოვნოა ეს პროცესი,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, კიდევ უფრო მეტი ქვეყანა, რომ ყოფილიყო იმ სამშვიდობო პოლიტიკისა და პრინციპების ერთგული, რომლის ერთგულნიც საქართველო და სლოვაკეთი არიან, უკრაინაში ომი არ იქნებოდა.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რომ აგვეხსნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თუ როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა საქართველოზე, რომ ის ჩართულიყო ამ პროცესებში, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაგვეგზავნა, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, რასაც პრინციპულად დაუდგა ჩვენი ხალხი და ხელისუფლება და შედეგში აისახა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და მე მგონი ევროპელმა ხალხმაც, სლოვაკმა ხალხმაც, ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ შედეგით, კიდევ უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო ამ პრინციპების ერთგული, ამ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც სლოვაკეთი და საქართველო აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა და იქნებოდა აბსოლუტურად სხვა შედეგი, მაგრამ ომის შედეგებს ვხედავთ ხომ როგორი საზარელია, გრძელდება ეს პროცესი და ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ეს უნდა შეჩერდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციას სამშვიდობო მიმართულებით, რადგანაც ვხედავთ რომ ამას მოაქვს შედეგი. ჯერ-ჯერობით ცოტანი ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამრავლდება იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც ამ პრინციპებს დაიცავს იმიტომ, რომ სამყარო არ არის ასე მარტივად მოწყობილი, ყველაფრისთვის - თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ განვახორციელოთ და ყველაზე მთავარი არის ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ხალხს, ამ პრინციპულ პოზიციაზე ჩვენ დაგვიდგა ჩვენი მოსახლეობა, შედეგშიც აისახა ეს და პარალელურ რეჟიმში, რომ ჩვენ ავიცილეთ ომი და დავამყარეთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ასევე განვავითარეთ ეკონომიკა, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ეს პროცესი გრძელდება. ამ მიმართულებითაც დიდ ინტერესს გამოვთქვამთ სხვა ქვეყნების მიმართ, რომ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს ჩვენი რეგიონის მიმართ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან, მუდმივად აღვნიშნავთ, რომ როცა ეს პროცესი დაიწყო, ჯერ კიდევ საომარი ვითარება იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ ხალხმა რომელიც საუკუნეებია ერთად ვცხოვრობთ, ხელი შევუწყვეთ, რომ მშვიდობა დამყარებულიყო ამ რეგიონში და შესაძლებლობებიც ძალიან ნიშანდობლივია და ნათელია ყველასთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ეს სამი ქვეყანაც და რეგიონის ქვეყნები, რომ სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი მიმზიდველი რეგიონი გახდეს მსოფლიოში.

ამ გზას ვადგავართ, სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი ჩემს კოლეგასთან, ბატონ პრეზიდენტთან, დიდი ინტერესი გამოითქვა სლოვაკეთის მხრიდან და ჩვენი მთავრობები უფრო მჭიდროდ დაიწყებენ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. რაც ვახსენე კიდევაც სავაჭრო, ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით, კულტურის, განათლების და ა.შ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მეგობრული და თბილი ურთიერთობა, რომელიც გაგვაჩნია საზოგადოებებს და ხალხებს შორისაც უფრო გაღრმავდება და რა თქმა უნდა, საქმიან პროცესშიც უფრო მჭიდრო და განვითარებადი გახდება.

კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო სლოვაკ ხალხს, მის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის. თავადაც განაცხადა არ ყოფილა საქართველოში და ვეპატიჟებით, ჩვენს ძალიან კარგ და ლამაზ ქვეყანაში და იმედია ეს დიალოგი უკვე საქართველოში გაგრძელდება.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და წარმატებას ვუსურვებ, როგორც პრეზიდენტს, ასევე სლოვაკ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1775125528

საზოგადოება

ემზარ გაგნიძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძე...

ემზარ გაგნიძე

1775122562

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: 502 აყვანილი ძაღლიდან 435 უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველები, ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის რეგიონებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აყვანილია 502 ძაღლი (კახე...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1775120783

საზოგადოება

სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

სლოვაკეთი სრულად სცემს პატივს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედ...

პეტერ პელეგრინი

1775120698

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში - ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება

მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მოკავშირე და მეგობარია. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის მო...

მიხეილ ყაველაშვილი

1775120292

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს გადახედავს, იქნება ეს ნატო-ში ჩვენი მონაწილეობა, თუ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა

პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს გადახედავს, იქნება ეს ნატოში ჩვენი მონაწილეობა, თუ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, - ამის შესახებ „Newsmax“-თან ინტერვიუში ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ...

ნატოში აშშ-ის ელჩი