"კოვიდ 19-ის პანდემია არ დასრულებულა"

"კოვიდ 19"-ის პანდემია, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გაეროს სააგენტომ და ექსპერტთა დამოუკიდებელმა პანელებმა განაცხადეს, რომ ეს სისტემა არამდგრადია, რადგან ორგანიზაცია ახალი გამოწვევების წინაშე დგას.
შეთანხმება გაზრდის სავალდებულო გადასახადებს წევრი ქვეყნებისთვის და შეამცირებს მის დამოკიდებულებას შემოწირულობებზე.
"დაფიქსირებული შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე წლის იანვარში „ომიკრონის“ ტალღის პიკთან შედარებით, დაფიქსირებული სიკვდილიანობა ყველაზე დაბალია 2020 წლის მარტიდან მოყოლებული.
ბევრ ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოხსნილია და ცხოვრება ჰგავს პანდემიამდე პერიოდს.
ასე რომ, პანდემია დასრულდა? არა, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა.
მე ვიცი, რომ ეს არ არის ის გზავნილი, რომლის მოსმენაც გსურთ და ეს ნამდვილად არ არის ის, რისი გადმოცემაც მსურს. არ დასრულებულა არსად, სანამ არ დასრულდება ყველგან.
დაფიქსირებული შემთხვევები იზრდება თითქმის 70 ქვეყანაში, ყველა რეგიონში. და ეს არის მსოფლიოში, სადაც ტესტირების მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა.
ეს ვირუსი გვაოცებდა ყოველ ჯერზე და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მის გზას, ან მის ინტენსივობას.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი კოლეგები მთელ მსოფლიოში რეაგირებენ „ებოლას“ გავრცელებაზე კონგოში, მაიმუნის ყვავილსა და ჰეპატიტზე, ასევე რთულ ჰუმანიტარულ კრიზისებზე ავღანეთში, ეთიოპიაში, სომალიში, სამხრეთ სუდანში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, უკრაინასა და იემენში.
ჩვენ ვაწყდებით დაავადებებს, გვალვას, შიმშილსა და ომებს, რაც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, უთანასწორობითა და გეოპოლიტიკური მეტოქეობით",- აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20-მდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურა
1754153751
ახალი ამბები30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება
30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...
1754152417
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...
1754149225
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.