მაიკ უოლცი: დონალდ ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას
ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა მაიკ უოლცმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და რეპრესიების დონე „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ უარყოფითად აისახება.
„ირანის ხალხი თავისუფლებას ისე ითხოვს, როგორც არასდროს“, - განაცხადა უოლცმა.
უოლცის თქმით, უიარაღო, მშვიდობიანი ხალხი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ქუჩაში გამოდის უკეთესი მომავლისკენ მისწრაფებების მისაღწევად.
„პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მამაცი ხალხის გვერდით დგანან. რეჟიმია ერთადერთი პასუხისმგებელი ირანელი ხალხის ეკონომიკურ უბედურებაზე და მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ არ მოითმენს და არც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოითმინოს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვა-ჟლეტას“, - განაცხადა უოლცმა.
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად ყველა ვარიანტს განიხილავს.
1768508635
მსოფლიოთეთრი სახლის სპიკერი: არ ვფიქრობ, რომ გრენლანდიაში ევროპული ჯარების ყოფნა გავლენას ახდენს ტრამპის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ან მის მიზანზე - შეიძინოს გრენლანდია
თეთრი სახლის სპიკერის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, გრენლანდიის ტერიტორიაზე ევროპული სამხედრო შენაერთების ყოფნა ვერ შეცვლის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიღების პროცესს ან მის სტრატეგიულ...
1768506602
მსოფლიოთეთრი სახლის სპიკერი: არსებობს ორი გენდერი, არსებობს ორი სქესი - ეს არ არის ისეთი რამ, რისი თქმისაც ამ ქვეყანაში უნდა გვეშინოდეს
თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში სქესზე დაფუძნებულ უფლებებთან დაკავშირებით მიმდინარე მოსმენებს გამოეხმაურა. ლევიტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რამდენიმე მოს...
1768506189
საზოგადოებალაშა ბუღაძე გრენლანდიაში სამხედროების გაშვებაზე: თუკი სადმე უნდა იყოს ევროპელი სამხედრო - უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ! მანდ გაეშვათ სამხედროები, თუკი შეეძლოთ ან შეუძლიათ გაშვება
გრენლანდიაში სამხედროები ჩასულან ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებით... მთელი ჩემი არსებით ევროფილი ვარ და ასედაც დავრჩები ყოველთვის, მაგრამ ეს რა მატრაკვეცობაა ბოლოს და ბოლოს... თუკი სადმე უნდა იყოს ე...
1768505298
სპორტიფიგურულმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
დიდ ბრიტანეთში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ფიგურულმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში 91,28 ქულა დაიმსახურა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. თავისუფალი პროგრამით კი ქართვ...
1768503340
მსოფლიოტრამპი Reuters-თან ინტერვიუში: იმდენს მივაღწიე, რომ როცა ამაზე დაფიქრდები, არჩევნები არც უნდა გვქონდეს
საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ მიმდინარე წლის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ შესაძლოა კონტროლი დაკარგ...





























