Politico: დიდი ბრიტანეთი პუტინთან მოლაპარაკებების განახლების იდეას ეწინააღმდეგება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა მხარი არ დაუჭირა საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების იდეას, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები კრემლის მმართველ ვლადიმერ პუტინთან. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბრიტანელმა მინისტრმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა და ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა მან.
დიდი ბრიტანეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ახლა უკრაინას და მის უახლოეს პარტნიორებს დიპლომატიაში უპირატესობა აქვთ.
„ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ერთგულებას იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც უკრაინა აშშ-სა და ევროპის მხარდაჭერით ახორციელებს მშვიდობის გეგმების შემუშავების მიზნით, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების. თუმცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვერანაირ მტკიცებულებას იმისა, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს ან დისკუსიებში ჩაერთოს“, - ხაზგასმით აღნიშნა კუპერმა.
მისი თქმით, ასეთი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მოსკოვზე ზეწოლა სანქციებითა და სამხედრო მხარდაჭერით უნდა გაიზარდოს და არა შემცირდეს.
„ჩვენ ჯერ კიდევ მზად უნდა ვიყოთ, ეკონომიკური ზეწოლის და ასევე, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გზით რუსეთზე სამხედრო ზეწოლის გასაძლიერებლად“, - დასძინა კუპერმა.
1768541519
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, რომ პირველივე ეტაპზე მორჩება საქმის წარმოება, BBC გადაარჩენს თავის რეპუტაციას და მოიხდის საჯაროდ ბოდიშს
აბსურდის თეატრი დაატრიალა BBC-იმ, თითქოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით დავწამლეთ ჩვენი თანამოქალაქეები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...
1768540571
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა
2026 წლის 15 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსეფ აბ...
1768540016
მსოფლიომაიკ უოლცი: დონალდ ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას
ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა მაიკ უოლცმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ირანის რეჟიმის მი...
1768539665
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +4, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლი მოსალოდნელი ოზურგეთშიც, დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +...
1768510160
მსოფლიოფრიდრიხ მერცი - რუსეთი ევროპული ქვეყანაა, მასთან ბალანსის აღდგენას თუ შევძლებთ, ევროკავშირი და ჩვენც კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოცდას ჩავაბარებთ
რუსეთი ევროპული ქვეყანაა, ჩვენი უდიდესი მეზობელი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება შესაძლებელ...






























