მარკ ცუკერბერგი განცხადებას ავრცელებს

კომპანია ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იგი "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ფეისბუკის ხელმძღვანელი სიტყვის თავისუფლების პრინციპს სოციალური ქსელის აუდიტორიის ზრდის გამო უგულებელყოფდა.

როგორც ცუკერბერგი აცხადებს, ხორციელდება კოორდინირებული ძალისხმევა ფეისბუკის შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად.

"მსურს, განვიხილო ჩვენი კომპანიის გარშემო ბოლო დებატები.

მჯერა, რომ მსხვილი ორგანიზაციები უნდა შემოწმდეს და მე ვისურვებდი, რომ მეცხოვრა ისეთს საზოგადოებაში, სადაც ეს ხდება, ვიდრე ისეთ საზოგადოებაში, სადაც ეს ვერ ხორციელდება.

კეთილსინდისიერი კრიტიკა გვეხმარება, რომ გავხდეთ უკეთესები.

თუმცა, ჩემი აზრია, რომ ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის გაჟონილი დოკუმენტების შერჩევითად გამოყენების კოორდინირებული ძალისხმევა ჩვენი კომპანიის შესახებ ცრუ სურათის შესაქმნელად.

როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, უნდა დავაბალანსოთ სოციალური სამართლიანობის პრინციპები, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება მავნებელი კონტენტის შემცირება ან კონფიდენციალურობის მკაცრი პოლიტიკის ამოქმედება სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით, კვლევებისა და ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა მონაცემთა ბაზების მაქსიმალური დაკეტვით.

ეს საკითხები ეხება არა ბიზნესსაქმიანობასა და ფულის კეთებას, არამედ რთულ სოციალურ ღირებულებებს შორის ბალანსის დაცვას.

არაერთხელ მოგვიწოდებია რეგულირებისკენ, რათა შეგვეტანა სიცხადე, რადგან არ ვფიქრობ, რომ კომპანიებმა თავად უნდა მიიღონ ამდენი გადაწყვეტილება.

კომპანიის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები მავნე კონტენტის წინააღმდეგ საბრძოლველად ინდუსტრიაში ყველაზე ეფექტიანია

ფეისბუქის მიერ 2021 წელს მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 5 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული", - აღნიშნულია გიგანტი სოციალური ქსელის დამფუძნებლის მიმართვაში.

"ვაშინგტონ პოსტის" საპასუხოდ, ფეისბუკის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ვიეტნამში საარჩევნო პერიოდში კომპანიის მიერ წესების დარღვევისგან "თვალის დახუჭვის" გადაწყვეტილების შედეგად, მილიონობით ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, სოციალური ქსელის სერვისებით ესარგებლა.

ამავე თემაზე:

📌 Facebook-ი, Messenger-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794513219

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ

„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...

ლევან მაჭავარიანი

1794512126

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...

ტრამპიტრამპი

1794510257

მსოფლიო

სროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...

სროლა თეთრ სახლთან

1794508261

ახალი ამბები

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...

დაკავება და ბორკილები

1794507612

ახალი ამბები

შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...

შიო მესამე