მარკო რუბიო: მოუთმენლად ველით აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ მუშაობას

ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე მომავალი აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენი პარტნიორობა, რომელიც ბოლო 33 წლის განმავლობაში შეიქმნა, კვლავაც უწყობს ხელს საერთო ინტერესების წინ წაწევას უსაფრთხოების, ენერგეტიკული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. აშშ კვლავაც ერთგული რჩება აზერბაიჯანში ფუნდამენტური თავისუფლების მხარდაჭერის, მათ შორის პრესის თავისუფლების მიმართ, აზერბაიჯანის კონსტიტუციის შესაბამისად“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
„ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ძალისხმევის მხარდაჭერას, რაც გადამწყვეტია სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის, და ჩვენ მივესალმებით წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ ასევე ვაღიარებთ აზერბაიჯანის მზარდ მნიშვნელობას, როგორც ენერგომიმწოდებლისა და სატრანსპორტო კვანძის“, - დასძინა მან.
1748542620
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით
ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნ...
1748541689
ახალი ამბები„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსკლუზივი“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცი...
1748540111
მსოფლიოიანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში...
1748538627
ახალი ამბებიანრი ოხანაშვილი უნგრეთში ვიზიტზე: გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები, ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ
„გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები. ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....
1748535182
ახალი ამბებიპრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე
„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური,...