გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა - „თბილისის ენერჯი“

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება დღის განმავლობაში სრულად აღდგება.

„გაზსადენის დაზიანების გამო დილის 9:00 საათიდან გაზის მოწოდება ავარიულად შეუწყდა:

ზესტაფონის ქუჩის, ჭყონდიდელის ქ. 22-ში მდებარე შპს „გრადბურგ დეველოპმენტი“-ს, შპს „სვეტი ჯგუფი“-ს, შპს „ბინექსი“-ს, შპს „ლაიფ მასტერი“-ს საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის ქ. 85-ში მდებარე შპს „ატლასის“ საცხოვრებელი კორპუსის, ჭყონდიდელის ქ. 36, 36ა, 36ე, 36/2-ში მდებარე შპს „ოპტიმას“ საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის I ჩიხი 2-ში მდებარე შპს „კ სამი“-ს, სერგი ჭილაიას ქუჩის, ცოტნე დადიანის ქ. 150ა, 150ბ, მექანიზაციის ქ. 1-ში მდებარე შპს „ბინექსი“-ს საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 8, 29-ში (იგივე ჭყონდიდელის ქ. 105, 107, 109, 111, 113) მდებარე შპს „კიკვიძე-1“-ის, შპს „კიკვიძე 2“-ის, შპს „ალფა რეზიდენსი“-ს საცხოვრებელი კორპუსების, ცისარტყელას, ბაგინეთის, წიწამურის, ბენდელიანის ჩიხის, ხვინგიას, ნათაძის, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 2, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 9-ში მდებარე შპს „ალაზანის“ საცხოვრებელი კორპუსის, ნინუას ქ. 3, 5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ქუთათელაძის, ჩრდილო ფარეხის ქ. 4-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.

აგრეთვე, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „ნილი“, შპს „ტკბილი ქვეყანა“, შპს „ანა ჯგუფი“, შპს „მითანა“, #4 პურის ქარხანა, შპს „კოლხი“, შპს „ხაბაზი 77“, შპს „ლითენ თრიი“, შპს „ფაბრიკა 1900“, შპს „სოგური“, სს „კოლხეთი“, შპს „ჯორჯია“, შპს „ლაგი 98“, შპს „გლობალ თრეიდი“, #12 საჯარო სკოლა, ი/მ თემურ ქომეთიანი, შპს „საქართველოს რკინიგზა“, სს „მრეწვრკინიგზა“, ი/მ ნური გურიელიძე, შპს „პრემიერა. ტმ“, შპს „ჰაიდელბერგ ჯორჯია“, შპს „პურპროდუქტების საწარმო-შირაქი“, შპს „ჯეო-ემ-ტექსი“ და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 12 მარტს 15:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათისთვის.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741771229

ახალი ამბები

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა“ - დავით ჩიხელიძე

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა, თანხები დაიხარჯა ისეთ პროცედურებში როგორიცაა გ...

	დავით ჩიხელიძე

1741769346

ახალი ამბები

პროკურორი სააკაშვილის საქმეზე: ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა

პროკურორმა გიორგი მუჯირმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა. როგორც პ...

პროკურორი სააკაშვილის საქმეზ

1741768220

ახალი ამბები

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9...

მიხეილ სააკაშვილი

1741767337

ახალი ამბები

თბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით,...

თბილისის მერია

1741765886

ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი