მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ში, ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში მონაწილეობს. მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობა შემაშფოთებელია.
მისი თქმით კონფლიქტი კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ ძალადობასთან, იძულებითი გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება.
„კონფლიქტები კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ ძალადობასთან, იძულებითი გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება. გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა არ არის დაცული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისგან.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს ადგილზე, სადაც, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში, სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია.
აქვე, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება და შესაბამის ფორმატებში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობა. გარდა ამისა, საქართველო 2012 წლიდან რეგულარულად ამტკიცებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებს (NAP)”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზეც და ამ კონტექსტში აღნიშნა ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
მისივე თქმით საქართველო მოწინავე სახელმწიფოა ბიზნესის კეთების, მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით და უზრუნველყოფს თანაბარი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.
„ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ზედიზედ 10 წელია, რაც ბიზნესის კეთების სიმარტივის, საინვესტიციო მიმზიდველობისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელიც ორიენტირებულია სამუშაო რესურსებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასევე უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით. ქალთა და გოგონათა უფლებების სათანადო რეალიზებისადმი საქართველოს მხარდაჭერა აშკარაა, კერძოდ, როდესაც საქმე ეხება მეწარმე ქალთა ხელშეწყობას, ფინანსური დახმარების ინსტრუმენტებზე ქალთა მუდმივი წვდომის უზრუნველყოფასა და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვჯერა, რომ ძლიერი და განათლებული ქალები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა, უნარები და თავდაჯერება, ხელს უწყობენ ოჯახების კეთილდღეობას და მომავალ თაობას უკეთეს პერსპექტივას სთავაზობენ”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ქალთა სტატუსის კომისიის ფარგლებში მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის შეხვდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს და ლიხტენშტეინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს.
1741771229
ახალი ამბები„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა“ - დავით ჩიხელიძე
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა, თანხები დაიხარჯა ისეთ პროცედურებში როგორიცაა გ...
1741769346
ახალი ამბებიპროკურორი სააკაშვილის საქმეზე: ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა
პროკურორმა გიორგი მუჯირმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 9 მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად, ასევე გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა. როგორც პ...
1741768220
ახალი ამბებიპროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9...
1741767337
ახალი ამბებითბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს
თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით,...
1741765886
ახალი ამბებითბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...