მექსიკის პრეზიდენტი: მექსიკა მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას, რომ ამერიკის კონტინენტი არცერთ დოქტრინასა თუ ძალას არ ეკუთვნის

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ის ინტერვენცია ვენესუელაში და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავება.

„მექსიკის პოზიცია ნებისმიერი ფორმის ინტერვენციასთან დაკავშირებით მტკიცე, ნათელი და ისტორიულია. მექსიკა კვლავ ადასტურებს პრინციპს, რომელიც არც ახალია და არც ორაზროვნების საშუალებას იძლევა: ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, - აღნიშნა მექსიკის პრეზიდენტმა.

„ლათინური ამერიკის ისტორია ნათელი და დამაჯერებელია. ინტერვენციას დემოკრატია არასდროს მოუტანია. მხოლოდ თავად ხალხს შეუძლია საკუთარი მომავლის შენება, საკუთარი გზის არჩევა, სუვერენიტეტის განხორციელება საკუთარ ბუნებრივ რესურსებზე და მმართველობის ფორმის თავისუფლად განსაზღვრა. მექსიკისთვის - და როგორც ეს ყველა მექსიკელისთვის უნდა იყოს - სუვერენიტეტი და ხალხთა თვითგამორკვევა არც არჩევითია და არც ვაჭრობის საგანი. მექსიკა მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას, რომ ამერიკის კონტინენტი არცერთ დოქტრინასა თუ ძალას არ ეკუთვნის. ამერიკის კონტინენტი მისი თითოეული ქვეყნის ხალხს ეკუთვნის“, - დასძინა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767729817

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას აღნიშნავს

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ტარდება, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყება. შ...

ააა

1767729668

საზოგადოება

ილია მეორე: დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის

 სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რო...

ზოგადი

1767727814

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ...

აა

1767726534

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს

 ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს. უიტეკერის თქმით, დაახლოებით 50 მოკავშირე ქვეყნისგან შემდ...

ნატოში აშშ-ის ელჩ

1767723981

მსოფლიო

კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს

 კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როსა იოლანდა ვილავისენსიომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს. აღნიშნული განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების...

როსა იოლანდა ვილავისენსიო