მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით
უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ვითარების მის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად არის საჭირო.
ფედოროვმა - ახალგაზრდა რეფორმატორმა, რომლის გასულ თვეს თანამდებობიდან გათავისუფლებასაც კვირების განმავლობაში პროტესტი მოჰყვა - განაცხადა, რომ უკრაინას არ გააჩნია საერთო ხედვა, თუ როგორ გაიმარჯვოს კონფლიქტში, და რომ ქვეყანას ინოვაციების ნაკლებობა აფერხებს.
ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებას ასევე აფერხებს სიღრმისეულად ფესვგადგმული კორუფცია, მფარველობითი ქსელები და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობა.
„მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით“, - განაცხადა ფედოროვმა, რაც მკვეთრად განსხვავდება კიევის ოფიციალური რიტორიკისგან.
მისივე თქმით, უკრაინას კვლავ აქვს „ყველა შანსი“ გამარჯვებისთვის, თუმცა სასწრაფოდ სჭირდება ომის დასრულების გეგმა.
1787676136
მსოფლიოკანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს
კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოტავასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგ...
1787674122
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური ულოცავს პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს...
1787672554
საზოგადოებაპარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. საკოორდინაციო შტაბი რთველის პერიოდში პროცესის კოორდინაციას, მევენახეებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის შესაბამისი ინფ...
1787669954
საზოგადოებაიონათამიშვილი: სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, აბასთუმანი ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, მივიწყებული კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა მისი დამსახურებაა
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე შეტევა და სიცრუის გავრცელება გარე ძალების აგენტებით დაკომპლექტებული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, -წერს სოციალურ ქსელში ადა...
1787667568
საზოგადოებაჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი „დანაშაული“. ყველანაირად ეცდებიან, ეს არ აპატიონ - აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით
ქართველი ხალხის წინაშე ივანიშვილის მთავარი დამსახურება არის ის, რაც მან 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა - საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ჯალათური, მკვლელი, მწამებელი, ანტიქართული და ანტიადამიანური...


























