NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ, - წერს The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, ეს სამი ქვეყანა შიშობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების მიღმა დატოვებს. სწორედ ამიტომ, მათ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის ადგილი უზრუნველყოფილი იყოს.

გამოცემის თანამოსაუბრეებმა ასევე განაცხადეს, რომ საფრანგეთი და გერმანია ევროპული პოზიციის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს ასრულებენ. დიდი ბრიტანეთი კი, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, მნიშვნელოვან გაურკვევლობას იჩენს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტრამპთან ურთიერთობების რისკის ქვეშ დაყენებას შიშობს.

ევროპელები მოელიან, რომ რუსეთთან უკრაინაზე ნებისმიერი მოლაპარაკება აშშ-ის ხელმძღვანელობით წარიმართება და, რადგან რუსეთი აძლიერებს უკრაინის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვას, მათ სურთ, რომ ტრამპმა და მისმა წარმომადგენლებმა მოსკოვთან დიალოგი განაახლონ.

თუმცა, უკრაინაში სიტუაციის მოწესრიგება და რუსეთთან ურთიერთობები ევროპისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ისინი განუსაზღვრელი ვადით მიანდონ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც სულ უფრო არაპროგნოზირებადი ჩანს. მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი მათ ზურგს უკან არანაირ შეთანხმებას არ დადებენ.

ცოტა ხნის წინ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ გასულ თვეს ვენაში დიდ ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო პირობების განხილვა იყო.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1786865437

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1786864903

საზოგადოება

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიები...

დაკავება დაკავება

1786862224

მსოფლიო

მედია: მაროკოს პოლიციამ ათობით მიგრანტი დააკავა, რომლებიც სეუტაში გადასვლას გეგმავდნენ

მაროკოს ხელისუფლებამ ათობით მიგრანტი შეაჩერა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ექსკლავ სეუტაში გადასვლას ცდილობდნენ. მედია მაროკოს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინე...

მაროკოს პოლიცია

1786860417

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური დარტყმა განახორციელეს კიევზე, ​​კრივოი-როგზე, კამენსკოეზე და კრემენჩუკზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინ...

ომი უკრაინაში

1786824853

მსოფლიო

ბელგიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

„ბელგიაში ქვეყნის უდიდეს ბუნებრივ ნაკრძალ „ჰაი-ფენსში“ ძლიერი ხანძარი გავრცელდა, რის გამოც სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლე...

ტყის ხანძარი