ორბანი: ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს
ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ამჟამინდელი კურსი გაგრძელდება, ევროპის ეკონომიკა განადგურდება.
„ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება: უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს. სინამდვილეში, თუ ასე გაგრძელდება, ეს ევროპის ეკონომიკას გაანადგურებს. ამერიკელებს უფრო მეტი გონიერება აქვთ. ტრამპი 2022 წელს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა. ჩვენ ახლა იმ წერტილამდე მივედით, სადაც მათ ხელი მოაწერეს წერილობით შეთანხმებას და მზად არიან, ჯარები გაგზავნონ და განათავსონ უკრაინის ტერიტორიაზე. ამ ევროპული ლიდერობით შეუძლებელია კურსის შეცვლა, უკან დახევა, ან ამ ჩიხიდან გადახვევა. ყველა, ვისაც საღი აზრი აქვს – და ჩვენ გვაქვს ის – ამ ომში არ ჩაერთვება. ყველა, ვისაც საღი აზრი აქვს – და ჩვენ გვაქვს ის – თავის ქვეყანას ომის ეკონომიკად არ აქცევს. ჩვენ ამაში არ ჩავერთვებით და არჩევნებისთვის მოვემზადებით“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გლობალური პოლიტიკა არასტაბილურობის, გაურკვევლობისა და საფრთხის ეპოქაში შევიდა, რომლის წინაშეც ევროპა მოუმზადებელია.
„ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი ჩვენ თვალწინ ინგრევა. პრეზიდენტმა ტრამპმა გადატრიალება მოახდინა. ცვლილებებს მოაქვს რეორგანიზაცია, გაურკვევლობა და საფრთხე. ეს არის ის, რაც გველოდება მომდევნო წლებში“, – განაცხადა ორბანმა.
1768147122
მსოფლიოისრაელის ძალები აცხადებენ, რომ ირანში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებისთვის მზად იქნებიან
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი ირანში მიმდინარე „მოვლენებს აკვირდებიან“, როდესაც ქვეყანაში ორი კვირაა, მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება. „პროტესტი ირანის შიდა საქ...
1768145251
მსოფლიოირანის პრეზიდენტი არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ ადანაშაულებს
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ქვეყანაში მიმდინარე არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ბაზრებს, მეჩეთებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს წვავე...
1768143510
მსოფლიონეთანიაჰუ: თეირანში რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან თეირანში რეჟიმის დამხობის შემდეგ. ამის შესახებ მან ყოველკვირეული კაბინეტის სხდომის დასაწყისშ...
1768142128
საზოგადოებაწყალტუბოს გადასახვევი-მელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო...
1768139456
მსოფლიონობელის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ მაჩადო ტრამპს თავის მშვიდობის პრემიას ვერ გადასცემს
მარია კორინა მაჩადოს განცხადების შემდეგ, რომ სურს მშვიდობის დარგში მისთვის მინიჭებული ნობელის პრემია დონალდ ტრამპს გადასცეს, ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ პრემიის სხვა ადამიანისთვის გადაცემა შეუძ...





























