POLITICO: ევროკომისიის შენობაში კონდიცირების სისტემა სიცხის ტალღის გამო გათიშეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია ზედა სართულებს, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა კომისრების კაბინეტებია განთავსებული
ევროკომისიის შტაბ-ბინაში, ბრიუსელში გუშინ კონდიცირების სისტემა დროებით გათიშეს, რაც ევროპაში გავრცელებულ სიცხის ტალღას უკავშირდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თანამშრომლებმა შენობაში დღის შუა პერიოდში შეტყობინება მიიღეს, რომელშიც ეწერა: „გადაუდებელი: ექსტრემალური ამინდის პირობების გამო, 1 - 7 სართულებზე ჰაერის გაგრილების სისტემა დღის ბოლომდე ითიშება“.
13-სართულიან შენობაში მუშაობენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, მისი 26 კომისარი და დაახლოებით 3 000 თანამშრომელი.
როგორც გამოცემა წერს, ბელგიასა და ევროპის დიდ ნაწილში ბოლო ერთი კვირაა რეკორდული სიცხეები ფიქსირდება. ევროკომისიამ თანამშრომლებს რეკომენდაციები მისცა, მათ შორის დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში გარეთ გასვლის თავიდან აცილება, წყლის რეგულარული მიღება და სამუშაო დღის ადრე დაწყება.
თუმცა, ნაწილი თანამშრომლების განცხადებით, შენობებში, სადაც კონდიცირება არ მუშაობს, სამუშაო პირობები გაუარესებულია. ზოგიერთი თანამშრომელი სიტუაციას „ფეოდალიზმს“ უწოდებს, რადგან მათი თქმით, მაღალი სართულები, სადაც კომისრები მუშაობენ, კონდიცირებით უზრუნველყოფილია, ქვედა სართულებზე კი მდგომარეობა რთულია.
ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, მიუხედავად კონდიცირების მუშაობისა, ტემპერატურა შენობაში მაინც 25.7 გრადუსს აღწევს.
სიცხის ტალღამ ევროპაში კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი კონდიცირების სისტემების ნაკლებობის შესახებ. კონტინენტზე შინამეურნეობების მხოლოდ დაახლოებით მეხუთედს აქვს კონდიციონერი, ხოლო ბელგიაში მატარებლების დაახლოებით მეხუთედი არ არის აღჭურვილი გაგრილების სისტემით, რის გამოც რკინიგზამ პიკური საათების რეისების ნაწილი გააუქმა.
ამასთან, ევროპარლამენტიც განიცდის ენერგომომარაგების პრობლემებს, რაც გამოწვეულია გაგრილების სისტემების გაზრდილი დატვირთვით, წერს POLITICO.
1782548270
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახური: ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეულმა ექიმმა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირების შეთავაზებაზე განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა
მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეულმა ექიმმა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეხვედრისა და რეაგირების შეთავაზებაზე განაცხადა, რომ ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვე...
1782547192
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: გამჭვირვალობის კანონი ჩვენს შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და საგრძნობლად გაამკაცრა ბრიტანეთმა. ისინი არ უნდა მოქმედებდნენ ორმაგი სტანდარტით და არ უნდა აკრიტიკებდნენ ამ კანონს მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში
მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, ჩვენს შემდეგ მიიღო საფრანგეთმა, კანადამ და საგრძნობლად გაამკაცრა ეს კანონი ბრიტანეთმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით მათ პოზიციას, - განაცხადა ფრაქ...
1782546565
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ვაშენებთ პარტნიორობას, ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია
ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ჩვენ ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ ის როლი, რომელიც საქართველოს გამოკვეთილად აქვს რეგიონში და უკავშირდება დ...
1782544893
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდ...
1782542414
მსოფლიოტრამპი იმედოვნებს, რომ მის ყოფილ მრჩეველს ჯონ ბოლტონს სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოუტანს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას იმედი აქვს, რომ სასამართლო მის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს მკაცრ განაჩენს გამოუტანს. „ჯონ ბოლტონ...


























