მაკა ბოჭორიშვილი: ვაშენებთ პარტნიორობას, ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია
ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ჩვენ ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ ის როლი, რომელიც საქართველოს გამოკვეთილად აქვს რეგიონში და უკავშირდება დაკავშირებადობას, იყოს უფრო ეფექტიანად გამოყენებული, - განაცხადა მედიასთან საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მან დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ფორუმის მონაწილეებს დისკუსიის ფარგლებში სიტყვით მიმართავს.
„დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მე მექნება შესაძლებლობა, რომ სიტყვით მივმართო ფორუმის მონაწილეებს, შეეხება მულტივექტორულ დიპლომატიას. ეს არის ის საკითხი, რომელიც რელევანტურია საქართველოსთვის, არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობიდან, არამედ ზოგადად, გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიციები სათანადოდ იყოს გაჟღერებული სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას, ჩვენ ვეძებთ უფრო მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ ის როლი, რომელიც საქართველოს გამოკვეთილად აქვს რეგიონში და უკავშირდება დაკავშირებადობას, იყოს უფრო ეფექტიანად გამოყენებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს და ესეც ძალიან ღიად და ცხადად იქნება დაფიქსირებული ჩემს გამოსვლაში. საქართველოს სტრატეგიული არჩევანი არის ევროკავშირში ინტეგრაცია“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
დუბროვნიკის ფორუმი ხორვატიაში გუშინ გაიხსნა.
1782544893
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდ...
1782542414
მსოფლიოტრამპი იმედოვნებს, რომ მის ყოფილ მრჩეველს ჯონ ბოლტონს სასამართლო მკაცრ განაჩენს გამოუტანს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას იმედი აქვს, რომ სასამართლო მის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს მკაცრ განაჩენს გამოუტანს. „ჯონ ბოლტონ...
1782540259
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ივნისს საქართველოში
27 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმში მცირე ნალექია მო...
1782506690
მსოფლიომედიის ცნობით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა, დაშავებულია 3 360 ადამიანი
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 920 ადამიანი. მედიის ცნობით, ამის შესახებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა. ამასთან, დაშავებულია 3 360 ადამიან...
1782505342
ახალი ამბებიშიო III: ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ, პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ინგუშეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. პატრიარქი ხასან და მადინა დერბიჩევებს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რვა წლ...



























