POLITICO: ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა ევროკომისარი მარტა კოსი ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობის საკითხზე დაკითხონ

ევროკავშირის კონსერვატორებს სურთ ევროკომისარ მარტა კოსს დაუსვან მწვავე შეკითხვები იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ოთხშაბათს, ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი კოსი დაკითხონ იმ ბრალდებებზე, თითქოს, ათწლეულების წინ, ის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა.

როგორც Politico აღნიშნავს, ჯერ კიდევ 2024 წელს ევროპარლამენტში დამტკიცების დროს კოსმა უარყო ბრალდებები, რომ ის 1980-იან წლებში იუგოსლავიის დაზვერვის სააგენტოსთან თანამშრომლობდა. თუმცა, ბრალდებები კვლავ გაჩნდა გასულ კვირას, ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხარდაჭერით „ევროპის სახალხო პარტიიდან“. აღსანიშნავია, რომ ეს პარტია არის ევროკომისიის პრეზიდენტისა და კოსის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური ოჯახი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კოსის კაბინეტმა კომენტარის შესახებ მოთხოვნას არ უპასუხა. თუმცა, ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Politico-ს გასულ კვირას განუცხადა, რომ კოსმა გაიარა „შემოწმების ფართო და საფუძვლიანი პროცესი“, რაც აუცილებელია კომისრად დასანიშნად.

კომისრის ოფისთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც საკითხის მგრძნობიარობიდან გამომდინარე ანონიმურად ისაუბრა, აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ შეტევას, რომლის მიზანია „ქულების მოპოვება სლოვენიის არჩევნებში“.

„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი ამჟამად მოითხოვს, რომ კოსის საკითხი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილონ. ნებისმიერი მოსმენა გაიმართება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში (AFET), რომელსაც თავმჯდომარეობს დევიდ მაკალისტერი - ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტიიდან“. თავმჯდომარე და ჯგუფის კოორდინატორები წყვეტენ, დაგეგმონ თუ არა კომიტეტის მოსმენები. კოსი ორშაბათს AFET-ის მოსმენაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა მან თავისი გამოსვლა გააუქმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773899165

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილი მიიღო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის. თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძე

1773898296

საზოგადოება

ჩერგოლეიშვილი ტულსი გაბარდზე: ამერიკული პოლიტიკის იზოლაციონისტურ ფრთას წარმოადგენს. მისი პოზიცია დასუსტდა

„ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ ის ამერიკული პოლიტიკის იზოლა...

ზოგადი

1773897853

მსოფლიო

ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს - „რადიო თავისუფლება“

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, “უცხოეთთან კავშირების მქონე სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ“ ტექსტი, რომლის მიხედვითაც...

პრაღა, ჩეხეთი

1773895723

საზოგადოება

ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა

ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქრონიკას“ უდასტურებს, რომ მსოფლიო პატრიარქი დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას. ცნო...

ილია მეორი

1773866667

ახალი ამბები

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი: მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლს მართლმადიდებლურ სამყაროში, ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ს...

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი