საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი: მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლს მართლმადიდებლურ სამყაროში, ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში
საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
სამძიმრის წერილს საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანო ავრცელებს.
„თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის.
პატრიარქმა ილია II-მ თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში.
თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, „საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე, უფალო, და ამყოფე მარადიულ ნათელში“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...
1773848905
ახალი ამბებიმეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...































