POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.
გერმანიის მთავრობის გეგმა რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ ზომებს ითვალისწინებს, მაშინ როდესაც ევროკავშირი ბრიუსელში პარალელურად მომზადებული სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცებას ცდილობს. ამის შესახებ POLITICO-სა და WELT AM SONNTAG-ს სამმა საკითხთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
გეგმის შესახებ განცხადება მომავალი კვირის დასაწყისშია დაგეგმილი და ის სამშაბათს ირლანდიაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაემთხვევა. თუმცა, ორი წყაროს ინფორმაციით, განცხადება შესაძლოა უფრო ადრეც გაკეთდეს. ეს მერცის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ლაიფციგში დრონით მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ რუსი დიპლომატების ცალკეული გაძევება ან ბერლინში რუსეთის სახლის დახურვა უკვე საკმარისი აღარ არის.
მისი თქმით, საჭიროა უფრო მკაცრი ზომები, მათ შორის სანქციების გამკაცრება ან უკრაინისთვის კიდევ უფრო მასშტაბური სამხედრო დახმარების მიწოდება. სამივე ოფიციალურმა პირმა უარი თქვა დეტალების გამხელაზე, კონკრეტულად რა ზომების გამოცხადებას გეგმავს მერცი.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად პირდაპირ აპირებს ბერლინი ლაიფციგში თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ რუს პირებს ან რუსეთის მთავრობას დააკისროს. ოფიციალური პირების თქმით, გერმანია უკვე ემზადება მოსკოვის მკაცრი საპასუხო რეაქციისთვის, რადგან ბერლინმა უნდა გაითვალისწინოს რუსეთის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომები.
მოსალოდნელი გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის ფონზე მიიღება. ბოლო პერიოდში ევროპის ტერიტორიაზე არაერთი ინციდენტი მოხდა, რომლებსაც მაღალი რანგის ევროპელი ოფიციალური პირები „ჰიბრიდულ ომად“ აფასებენ, წერს გამოცემა.
სამშაბათს CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოულოდნელად ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის ხელისუფლებას ნატოსთან დაძაბულობის შემდგომი გამწვავებისგან თავის შეკავება ურჩია.
თუმცა, მერცის მოსალოდნელი განცხადების დრო გერმანიის შიდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც მგრძნობიარეა. მომდევნო კვირას გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწაზე არჩევნები გაიმართება. ორი კვირის შემდეგ კი არჩევნები ჩატარდება მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინში.
საქსონია-ანჰალტსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში გამოკითხვებით ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერობს. მერცმა უკვე განაცხადა, რომ ლაიფციგის ინციდენტს „სერიოზული შედეგები“ მოჰყვებოდა, თუმცა კონკრეტულად არც ერთი მხარე არ დაუსახელებია.
„ლაიფციგში დრონით თავდასხმა, სხვა მოვლენებთან ერთად, აჩვენებს, რომ ჩვენ რეალური საფრთხეების წინაშეც ვდგავართ. ფედერალური მთავრობა ჰიბრიდული თავდასხმების ავტორებს ფასს გადაახდევინებს. ისინი ამისთვის გადაიხდიან“, - განაცხადა მან.
1787998621
საზოგადოებაირაკლი ჭეიშვილი: ესენი არიან ქვეყნის მტრები და უნდათ, რომ რაც მეტი პატიმარი ეყოლება სახელმწიფოს, გამოვიდნენ და თქვან, ესენი არიან პოლიტპატიმრები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს, რის შემდეგაც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ჰუმანური ნაბიჯები. „ესენი იყვნენ დამკვეთები და ესენი ავალებდ...
1787997499
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალ...
1787996053
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ ნორვეგიის სამეფო ოჯახსა და ნორვეგიელ ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ნორვეგიის სამეფო ოჯახსა და ნორვეგიელ ხალხს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ...
1787995447
ახალი ამბებიცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაკავებულია არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებუ...
1787993182
მსოფლიორუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, არესტოვიჩი დამნაშავედ ცნ...


























