დავით მათიკაშვილი აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს
„რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი, საქართველოში მყოფი აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებებს.
მისი თქმით, როდესაც პრაქტიკულად მოწმემ აღიარა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების შედეგად მოხდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება, ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
„პირველ რიგში, მინდა სინანული გამოვხატო ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების გამო. რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს მაშინაც კი, როდესაც პრაქტიკულად მოწმემ აღიარა, რომ სამწუხაროდ, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების, როგორც წინასწარი მონაცემებითაც დგინდება, ამ ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების შედეგად მოხდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება, პრაქტიკულად მიტოვება განსაცდელში, სწორედ ამ მუხლითაც არის საქმე აღძრული.
კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, ყველგან ცდილობენ საკუთარ დღის წესრიგს რაღაც წაამატონ იმ ტრაგედიების გათვალისწინებითაც კი, ცალსახა და თვალსაჩინო ტრაგედიების, რომლებზედაც პირდაპირ არსებობს აღიარებული ჩვენება“, - აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, შს სამინისტრომ, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
1787993182
მსოფლიორუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, არესტოვიჩი დამნაშავედ ცნ...
1787990083
მსოფლიოტრამპის განცხადებით, აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელის ნავთობზე კონტროლი დაამყარა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვენესუელის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის წყალობითაც აშშ-მა 65 მილიარდი ბარელის ოდენობის ვენესუელურ...
1787989171
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაც...
1787988956
ახალი ამბებიშსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მო...
1787988176
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდე...



























