პუტინის შემცვლელი ცნობილია - მედიაში სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაციამ გაჟონა

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, პუტინის ძალაუფლებისგან ჩამოშორების სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

"რუსეთმა საკუთარი თავი ჩიხში თავად შეიყვანა, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გამოვიდეს ომიდან და არ დაიშალოს. ამისთვის საჭირო იქნება რუსი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის ძალაუფლებისგან ჩამოშორება," - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN-ი, უკრაინის დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის გადარჩენა სწორედ ხელისუფლების შეცვლაში მდგომარეობდეს.

"რუსეთს ახლა გაჩერება არ შეუძლია, ვინაიდან ეს მის განადგურებასა და დაყოფას მხოლოდ დააჩქარებს. რუსეთმა თავად მოიმწყვდია თავი ჩიხში, მაგრამ იქიდან გამოსვლა რეალურია. ეს არის აღიარება, რომ ეს ყველაფერი შეცდომით მოხდა, 1991 წლის ადმინისტრაციული საზღვრიდან გასვლა და მთელ სამყაროსთან დიალოგის დაწყება," - ამბობს ბუდანოვი.

მისი განმარტებით, პუტინის ხელისუფლებისგან ჩამოშორების სამზადისი უკვე მიმდინარეობს.

"არის მეტოქეობა, ეს არის არის ერთი კანდიდატი (პუტინის მემკვიდრედ), ისინი რამდენიმე არიან. მათგან რამდენიმეზე მედიაში ინფორმაციამ გაჟონა, რამდენიმეზე კი არა," - ამბობს დაზვერვის ხელმძღვანელი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უფრო ხშირად ისმის პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, შესაძლოა, ხელისუფლებას ჩამოაშორონ, ან მოკლან კიდეც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეჟიმი, შესაძლოა, გადატრიალებით დაიშალოს. კერძოდ კი, შესაძლოა, პუტინი დაარწმუნონ თანამდებობიდან გადადგეს, რათა რუსეთს სანქციების ნაწილი მოეხსნას.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა

🔵თუ აშშ-ში გაფრენა გადაწყვიტეთ, ბილეთში ორმაგის გადახდა მოგიწევთ

🔵დაღუპულია 129 ადამიანი, დაშავდა 180 - გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვები - რა მოხდა საფეხბურთო მატჩის დროს? (ფოტორეპორტაჟი)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794514845

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს

„ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1794514141

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!

„ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!“ - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხა...

ლევან მაჭავარიანი

1794514107

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს

„ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს...

ლევან მაჭავარიანი

1794513219

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ

„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...

ლევან მაჭავარიანი

1794512126

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...

ტრამპიტრამპი