რუბიო: ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყვნენ უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ

ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყო უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადებაში, რომელიც ეხება USAID-ის პროგრამის ოფიციალურად დასრულებას.
„სააგენტოს [USAID] მიერ 1991 წლიდან ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე დახარჯულმა 9.3 მილიარდმა დოლარმა, რომლის ბენეფიციარებს შორის „ჰამასის“ მოკავშირეებიც იყვნენ, შეერთებული შტატების მიმართ მადლიერების ნაცვლად, უკმაყოფილება გამოიწვია. ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყო უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ, მაშინ როცა ისინი, ვისაც თითქოსდა ეხმარებოდნენ, კიდევ უფრო უკან წავიდნენ“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
„მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტურობის ეს ერა ოფიციალურად დასრულდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ საბოლოოდ გვექნება საგარეო დაფინანსების მისია ამერიკაში, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პრიორიტეტად მიიჩნევს. 1-ლი ივლისიდან USAID-ი ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას. საგარეო დახმარების პროგრამები, რომლებიც შეესაბამება ადმინისტრაციის პოლიტიკას და ემსახურება ამერიკის ინტერესებს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
1751393159
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია
ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო...
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...