რუსეთში "ფანრიან ნოკიაზე" მოთხოვნა გაიზარდა - რას უკავშირებენ ფაქტს რუსულ მედიაში?

ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფონზე, რუსეთის მასშტაბით, ღილაკებიანი მობილური ტელეფონების გაყიდვები გაიზარდა. ადგილობრივი მედია მოქალაქეებისთვის ავრცელებს რჩევებს, თუ რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ მათი შეძენისას.

„როსკაჩესტვოს ციფრული ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი სერგეი ბოდროვი ამბობს, რომ ღილაკიანი ტელეფონები სმარტფონებზე ნაკლებად მოსახერხებელია, თუმცა, ამავდროულად, მათ გამოყენებას აქვს უპირატესობები, მაგალითად, მოსახსნელი ბატარეა, რომელიც ადვილად შეიცვლება. ასევე მოსახერხებელია დამატებითი ბატარეის წაღება“, - წერს ერთ-ერთი რუსული მედიასაშუალება.

რუსეთში ღილაკებიან ტელეფონებზე გაზრდილი მოთხოვნის მთავარ მიზეზად ვლადიმერ პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადება სახელდება. მოძველებული გაჯეტები იმ ნივთებს შორისაა, რომელთა თან წაღებაც გამოძახებულ პირებს შეუძლიათ, ხოლო სმარტფონები, პირიქით, აკრძალული ნივთების სიაშია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵დაღუპულია 129 ადამიანი, დაშავდა 180 - გარდაცვლილებს შორის არიან ქალები და ბავშვები - რა მოხდა საფეხბურთო მატჩის დროს? (ფოტორეპორტაჟი)

🔵პუტინის შემცვლელი ცნობილია - მედიაში სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაციამ გაჟონა

🔵ალა პუგაჩოვა მის სასახლეს 1 მილიარდ რუბლად ყიდის - პრიმადონა რუსეთს სამუდამოდ ემშვიდობება? (ფოტორეპორტაჟი)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794514845

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს

„ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1794514141

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!

„ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!“ - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხა...

ლევან მაჭავარიანი

1794514107

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს

„ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს...

ლევან მაჭავარიანი

1794513219

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ

„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...

ლევან მაჭავარიანი

1794512126

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...

ტრამპიტრამპი