"Russia Today-ს და Sputnik-ის საინფორმაციო გავლენას რუსეთის სამხედრო დაზვერვა, GRU აწარმოებს" - როგორ მუშაობს რუსული დეზინფორმაცია, ჯოზეფ ბორელის გამოსვლა ევროპარლამენტში
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპარლამენტში გამართულ დებატებში უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის გამოსვლის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა:
"ჩვენ ვხედავთ, როგორ აგრძელებს რუსეთი თავდასხმას უკრაინაზე და კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება უცხო ქვეყნების მხრიდან ჩარევას და განსაკუთრებით მათ მიერ დეზინფორმაციის გავრცელებასა და ინფორმაციით მანიპულირებას.
ინფორმაციით მანიპულირება და ჩარევა არის ის, რასაც რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად იყენებს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო კამპანიის პარალელურად, ავრცელებს რა საკუთარ მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას უკრაინაზე თავდასხმის მიზეზებისა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ.
ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინაში შეჭრამდე ბევრად ადრე, კრემლის მედია საშუალებები ამზადებდნენ ნიადაგს აგრესიის მიზეზისა და შედეგების შებრუნებული სახით ჩვენებისა და რუსეთისა და რუსი ხალხის ერთგვარ მსხვერპლად წარმოჩენის გზით:
„გენოციდი“; „[უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ] ზელენსკი გენოციდს აწარმოებს.
ზელენსკი არის კრიმინალი, არის დასავლეთის მარიონეტი და როდესაც ისინი კიევში ჩავლენ, ჩაატარებენ მეორე ნიურნბერგს უკრაინის იმ ნაცისტებისაგან გასაწმენდად, რომლებიც რუსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს აწარმოებენ“.
ეს არის დაახლოებით ის ნარატივი, რომელსაც ისინი სისტემატურად ავრცელებენ.
ისინი თავს ესხმიან დემოკრატიულად არჩეული უკრაინის მთავრობის ლეგიტიმურობას, წარმოაჩენ რა უკრაინის ხელისუფლებას, როგორც "სახელმწიფო გადატრიალების" შედეგს, რომელიც ხელისუფლებაში არა არჩევნების, არამედ "სახელმწიფო გადატრიალების" გზით მოვიდა:
"ის არის კრიმინალი, სამხედრო დამნაშავე, ის არის ნაცისტი, დიქტატორი".
ამახინჯებენ ისტორიულ ფაქტებს.
ისტორიის ინტერპრეტაცია ძალიან განსხვავებული გზებით არის შესაძლებელი, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ზელენსკი არის სამხედრო დამნაშავე და ნაცისტი, რომელიც რუსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს აწარმოებს, ისტორიის ინტერპრეტაციაც აღარ არის.
კრემლი და მისი მედია საშუალებები მუდმივად ცრუობენ არსებული ვითარების, საომარი მდგომარეობისა და უკრაინის მოსახლეობის ტანჯვის შესახებ.
ისინი სისტემატურად აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება თავად ბომბავს საკუთარ მოქალაქეებს და ახდენს ბირთვული საფრთხეების პროვოცირებას ამ ყველაფერში რუსეთის დასადანაშაულებლად.
მსგავსი ამბები სისტემატურად ვრცელდება.
რუსეთის მოსახლეობა მუდმივად ისმენს „რუსოფობიის“ შესახებ, რომელზედაც სახელმწიფოსთან დაკავშირებული მედია საუბრობს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ზომები მიმართულია რუსეთის ხელისუფლების და არა რუსი ხალხის წინააღმდეგ და რომ არსებული ვითარება არის პრეზიდენტი [ვლადიმერ] პუტინის ქმედებების შედეგი. და თუ მას სურს ამ პრობლემის მოგვარება, ომი უნდა შეწყვიტოს.
სახელმწიფო მედია და მის გარშემო არსებული „ეკოსისტემა“ გამოიყენება საშუალებად ამ ნარატივების დასამკვიდრებლად, ინფორმაციით მანიპულირებისათვის და ადამიანების შეცდომაში შესაყვანად.
ისინი აგრესიის განუყოფელი ნაწილია - ეს არ არის მხოლოდ სახლების, ინფრასტრუქტურის, ადამიანების დაბომბვა; ისინი მათ გონებას, მათ სულებს ბომბავენ.
რუსეთის ხელისუფლება ახშობს დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, აიკრძალა Twitter, აიკრძალა Facebook, ასევე რუსეთში მუშაობა აეკრძალა გარკვეულ უცხოურ მედია საშუალებებს.
კრემლმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკრაინის ომის შესახებ მათი აზრით „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ეს თქვენ და იმ საერთაშორისო ჟურნალისტებს, რომლებიც რუსეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, შეიძლება 15-წლიანი პატიმრობის ფასად დაგიჯდეთ.
შედეგად, ისინი რუსეთის მოქალაქეებს ართმევენ წვდომას დამოუკიდებელ მედიასა და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში და როგორ იქცევიან იქ რუსეთის შეიარაღებული ძალები.
რუსეთს საკუთარი მოქალაქეები გარე სამყაროდან შემოსული ინფორმაციისგან სრული იზოლაციისაკენ მიჰყავს. ისინი მათ ათავსებენ გარსში, რომელიც არ მისცემს საშუალებას გაიგონ, თუ რა ხდება.
საერთაშორისო საზოგადოება [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ] პუტინის აზრსმოკლებული ომის საპასუხოდ კოორდინირებულად და მტკიცედ გაერთიანდა.
და ვამაყობ იმით, რომ ევროკავშირმა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ამ მიმართულებითაც შეძლო.
ჩვენ ეს შევძელით, ვინაიდან საქმე ნულიდან არ დაგვიწყია. 2015 წლიდან, შვიდი წლის წინ დავიწყეთ, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა უცხოური ინფორმაციისა და რუსეთიდან შემომავალი დეზინფორმაციის საფრთხე აღიარეს.
ეწვიეთ EuvsDisinfo(link is external) ვებგვერდს, სადაც ნახავთ გამოვლენილი დეზინფორმაციის უამრავ ფაქტს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში.
დეზინფორმაცია ვრცელდება ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა არჩევნები, ვაქცინები, ბრექსიტი (Brexit), ან სეპარატისტული მოძრაობები ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში.
გავაძლიერეთ თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა NATO და დიდი შვიდეულის ქვეყნები (G7) იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ როგორ ახდენს კრემლი დესტაბილიზაციას და ინფორმაციით მანიპულირებას, რითაც ასუსტებს უკრაინას და ჩვენს ძალას.
და რაც მთავარია, ჩვენ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს პასუხისმგებლობა დავაკისრეთ, მათ შორის, Russia Today-სა და და Sputnik-ის ევროკავშირში მაუწყებლობის აკრძალვის გზით.
იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებელი მედია საშუალებები არ არიან; ისინი წარმოადგენენ აქტივებს, იარაღს კრემლის მანიპულირების ეკოსისტემაში.
აქ მინდა შევჩერდე, რადგან გაისმა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ინფორმაციის თავისუფლებას ვეხებით.
მოდით განვიხილოთ რა არის ინფორმაცია და რას წარმოადგენენ ეს მედია საშუალებები.
ნება მომეცით, მოკლედ ავხსნა ამ საკითხის არსი.
ჩვენ არ ვწყვეტთ, რა არის მართალი და რა არა, მე არ ვარ ჭეშმარიტების მინისტრი და ჩვენ ჭეშმარიტების მინისტრების არ გვყავს. ჩვენს სამიზნეს წარმოადგენს ის უცხოელი სუბიექტები, რომლებიც განზრახ და კოორდინირებულად ცდილობენ ჩვენი საინფორმაციო გარემოთი მანიპულირებას საკუთარი მიზნების მისაღწევად და ჩვენთვის ზიანის მისაყენებლად.
დემოკრატია ინფორმაციის საფუძველზე მუშაობს და სწორედ ამიტომ შექმნა რუსეთმა Sputnik.
Sputnik არ არის უმანკო მედია, რომელსაც რეალობის საკუთარი აღქმა აქვს.
Sputnik არ არის მედია საშუალება, რომელსაც საკუთარი ხედვა აქვს.
Sputnik, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, საზღვარგარეთ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის გასაშუქებლად შეიქმნა.
Russia Today-ს მთავარი რედაქტორის განცხადების თანახმად, Russia Today-ს შეუძლია აწარმოოს საინფორმაციო ომი მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ.
ორივე არხი [Sputnik და Russia Today] ხელს უწყობენ და მონაწილეობენ კიბერსივრცეში საინფორმაციო გავლენის ოპერაციებში, მათ შორის იმ ოპერაციებში, რომლებსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა, ცნობილი GRU აწარმოებს.
იმისათვის, რომ მომავალში გვქონდეს სწრაფი და დამაჯერებელი საპასუხო ზომების მიღების შესაძლებლობა, გთავაზობთ ახალ მექანიზმს, რომელიც ამ მავნე დეზინფორმატორებისათვის სანქციების დაწესების საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება ჩვენი სამოქმედო შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ მიმართული იმ უფრო ფართო ღონისძიებების პაკეტის ნაწილი, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ.
ღონისძიებების პაკეტის სტრუქტურა ოთხ ჯვარედინ მიმართულებას მოიცავს, რომლებიც ვითარების შესახებ ჩვენს ინფორმირებულობას გააძლიერებენ.
პირველ რიგში, ავამაღლებთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მდგრადობას მესამე ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და ჩვენი წარმომადგენლობების სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაძლიერებით. ვინაიდან ეს არის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი, ყოველთვის მესამე ქვეყნებზე ვსაუბრობ, რადგან ევროკავშირის ფარგლებში ამ საკითხებზე მუშაობენ ჩემი კოლეგები ევროკომისიიდან. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად ბევრია გასაკეთებელი.
მეორე, ამ მავნე საქმიანობის აღსაკვეთად და მასზე სათანადო მარეგულირებელი პასუხის გასაცემად მიმართულია პროფესიული ეთიკის კოდექსი და კანონი ციფრული მომსახურების შესახებ, რომლებზეც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი [ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა] ჟუროვა მეტს ისაუბრებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მე არ ვაპირებ ჩავუღრმავდე პროფესიული ეთიკის კოდექსსა და ციფრული მომსახურების კანონს, ვინაიდან ამ სფეროში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს [ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა] ჟუროვას მეტი ცოდნა აქვს.
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უწყვეტი დიპლომატიური პასუხი და ინსტრუმენტები საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ინფორმაციული ბრძოლის კონცეფცია.
დემოკრატია არის სისტემა, რომელიც მუშაობს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოქალაქეს აქვს.
სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ ინფორმაციის თავისუფლება და ვებრძოლოთ დეზინფორმაციას", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა სიტყვით გამოსვლისას.
სხვა სიახლეები:
🔲 პუტინი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი სანქციების ქვეშ ცხოვრობდა და კოლოსალურ წარმატებებს აღწევდა
1732546806
საზოგადოებაპრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულ...
1732540783
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრისვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1732538764
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავ...
1732536210
საზოგადოება„როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“– „იმედის დილის“ გუნდს ბაბი კირკიტაძე შეუერთდა
ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს. „მადლობელი ვარ, მიხარია… რ...
1732532114
ახალი ამბებიპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი
88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...