საფრანგეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტი, ქვეყანაში არსებული ვითარების აღსაწერად სიტყვა „შეშფოთებას“ ირჩევს
„იმ სიტყვებს შორის, რომლებიც ფრანგების განწყობის აღსაწერად შეირჩა, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი შეშფოთებას ასახელებს, მიუხედავად რესპონდენტთა პოლიტიკური შეხედულებებისა“, - იტყობინება ფრანგული ტელეკომპანია BFMTV.
სოციოლოგიური კომპანია Elabe-ის კვლევაზე დაყრდნობით - „შეშფოთება“ - ფრანგებისთვის საკვანძო სიტყვაა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ფრანგები ასევე თავს გრძნობენ „გაღიზიანებულად, გაბრაზებულად და დაღლილად“ იმით, რაც ქვეყანაში (საფრანგეთში) ხდება.
ფრანგები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააუმჯობესოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი (44%), გააძლიეროს ბრძოლა უსაფრთხოების საკითხებთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან (39%), შეამციროს ეროვნული ვალი (38%) და გააუმჯობესოს ჯანდაცვის სისტემა (36%).
გარდა ამისა, მოქალაქეების 35%-მა გამოთქვა შეშფოთება პოლიტიკური არასტაბილურობის, ხოლო 33%-მა - გაზრდილი იმიგრაციის შესახებ.
საერთო ჯამში, საფრანგეთის მცხოვრებლების 46% თვლის, რომ 2026 წელი გასულ წელთან შედარებით უარესი იქნება. ამ ფონზე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (52%) გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანას „ცვლილებები სჭირდება“ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც კი.
კვლევა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში 2-3 იანვარს 1000 ზრდასრულ ფრანგს შორის. შეცდომის ზღვარი არ იყო მითითებული.
1767723981
მსოფლიოკოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს
კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როსა იოლანდა ვილავისენსიომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სუვერენიტეტის ნებისმიერ დარღვევას სამხედრო ძალით უპასუხებს. აღნიშნული განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების...
1767722898
მსოფლიოტრამპი: მეფე ვარ
„მე მეფე ვარ“, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის წევრებს ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას. ტრამპის თქმით, Boeing-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თვითმფრინავი გაყიდა, ვიდრე...
1767721421
საზოგადოებაპროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარე...
1767719998
ახალი ამბები„მამა-შვილს მანქანით გადაუარეს“ - გარდაბანში მომხდარი მკვლელობის დეტალები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება aktual.ge იტყობინება, შუახნის კაცებს შორის ქორწილში დაწ...
1767719775
ახალი ამბებიგარდაბანში ერთი პირი მოკლეს, ორი კი დაჭრეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ერთი პირი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლე...


























