სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის

აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა დაელოდოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა 14 ივლისს.

ლინდსი გრემმა ასევე თქვა, რომ არ სურს, წინასწარ ისაუბროს დეტალებზე, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ ევროპელი მოკავშირეებისთვის უზარმაზარი რაოდენობის იარაღის გაყიდვას დაიწყებს, რაც უკრაინისთვის სასარგებლო იქნება.

გრემმა დასძინა, რომ ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებზე დაყოლიების რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ, ახლა გარდამტეხი მომენტია.

„ტრამპმა რუსეთს კარი ღია დაუტოვა და ეს კარი მალე დაიხურება. შეერთებული შტატების სენატში კონგრესის სანქციების 85 თანასპონსორი მყავს. ტრამპს აქვს ურო პუტინის ეკონომიკასა და ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც მის საომარ მანქანას უჭერს მხარს. ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია რუსეთიდან ყიდულობენ ნავთობს, ნავთობპროდუქტებსა და სხვა საქონელს. პუტინი ამ ფულს ომისთვის იყენებს. კონგრესის ეს პაკეტი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, პრეზიდენტ ტრამპს მისცემს შესაძლებლობას, დააწესოს 500-პროცენტიანი ტარიფები ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც ეხმარება რუსეთს და მხარს უჭერს პუტინის საომარ მანქანას. მას შეუძლია, გაზარდოს ან შეამციროს ტარიფები. მას შეუძლია 0 პროცენტამდე ან 500 პროცენტამდე ავიდეს. მას აქვს მაქსიმალური მოქნილობა. ეს ნამდვილად ძლიერი უროა, რომელიც ტრამპს აქვს ამ ომის დასასრულებლად“, – აღნიშნა ლინდსი გრემმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752473877

ახალი ამბები

ვახტანგ ჩოჩია: ვიხილეთ 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, 18 ევროპარლამენტარი საქართველოში დესტრუქციის შემოტანას ცდილობს. „ვიხილეთ, 18 ევროპელი სუბიექტის მიერ გაკეთებული მორიგი უ...

ვახტანგ ჩოჩია

1752473081

ახალი ამბები

ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით ტყეში ხანძრის გაჩენის რისკები იზრდება - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საზოგადოებას აფრთხილებს

ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩი...

ტყეში ხანარი

1752470531

ახალი ამბები

რიმა ბერაძე: ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი ხდება „დიფ სთეითის“ მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი

„ეს წერილი არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი ხდება „დიფ სთეითის“ მიერ და მას მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე...

 რიმა ბერაძე

1752469516

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

14 ივლისს სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +34 და ღამით +24 გრადუსია მოსალოდნელი.  ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმშიც ხანმოკ...

გაზაფხულის ამინდი

1752436102

მსოფლიო

საუთენდის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

ლონდონის საუთენდის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ესექსის პოლიციამ მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ადგილზე მუშაობენ. „საღამოს 4 საათამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინ...

 მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა