შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინაში მიღებული კანონი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ მიღებულ კანონს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„გუშინ უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე უკრაინამ კორუფციასთან ბრძოლაში სერიოზულ პროგრესს მიაღწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ გზას არ გადაუხვიოს. შვედეთი რეფორმების გატარების კუთხით უკრაინის საიმედო პარტნიორად რჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის პარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიურო და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურა გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული ხდება. მანამდე ეს უწყებები დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები იყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონს ხელი უკვე მოაწერა, რასაც კიევში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
1753297963
ახალი ამბები„სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ ყაველაშვილი
„არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდ...
1753296588
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა, გამოეყენებინათ შე...
1753296361
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო და მასობრივი შეტევა განახორციელეს უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ზელენსკი
ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარის არჩევანი და მათი უფლება არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...
1753295229
საზოგადოება„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს
„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს. დღეს ქართული სცენა კიდევ ერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა დაიკავა - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში იმართება. პოპმუ...
1753293364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ
ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოე...