სტარმერი ტრამპს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ომში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა აღარ სჭირდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, ნათქვამია სტარმერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც The Times of Israel-ი ციტირებს.

„ლიდერებმა საუბარი დაიწყეს ახლო აღმოსავლეთში არსებული უახლესი ვითარებისა და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განხილვით, რეგიონში პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის მხარდასაჭერად სამეფო საჰაერო ძალების ბაზების გამოყენებით“, - ნათქვამია სტარმერის ოფისის პრესსპიკერის განცხადებაში.

„პრემიერ-მინისტრმა ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. ისინი მოუთმენლად ელიან მალე კვლავ საუბარს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტრამპმა ბოლო დღეებში მკაცრად გააკრიტიკა სტარმერი და განაცხადა, რომ ის საკმარისად არ თანამშრომლობს აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით.

„გაერთიანებული სამეფო, ჩვენი ოდესღაც დიდი მოკავშირე, შესაძლოა, ყველაზე დიდიც, საბოლოოდ სერიოზულად ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდის გაგზავნაზე. არა უშავს, პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ისინი აღარ გვჭირდება - მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში უკვე გამარჯვების შემდეგ ერთვებიან!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773070315

მსოფლიო

UNICEF: საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის მატებასთან ერთად, ლიბანში, 2 მარტის შემდეგ, სულ მცირე, 83 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 254 - დაიჭრა

ლიბანში საბრძოლო მოქმედებების უწყვეტი ესკალაცია და ბავშვებზე მისი დამანგრეველი გავლენა უაღრესად შემაშფოთებელია, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა, ედუა...

UNICEF

1773068946

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მომავალ კვირას პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 17-20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომავალ კვირას იგი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს...

შალვა პაპუაშვილი

1773067204

ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „ივანიშვილი უნდა დაემხოს“, - ეს განცხადება ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა. აუდიო ჩანაწერი პროცესიდან ანი ნადარეიშვილმა სოციალუ...

ბაჩო ახალაია

1773066730

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: როდესაც პოლიტიკოსები თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, პირველი ნაბიჯების გადადგმა ხდება თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ვერაფრით გავაგებინეთ ჩვენს პოლიტიკაში მყოფი ადამიანების რადიკალურ ნაწილს

სულ ცოტა ხნის წინ სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გარდაცვლილი ხამენეის ვაჟს მიულოცეს სულიერ ლიდერად არჩევა იმ პირობებში, როდესაც ბოლომდე ჯერ კიდევ გარკვეული არ არის ამ დრონების საკითხი, რომელიც...

თენგიზ შარმანაშვილ

1773065133

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორში მომხდარი ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშა...

პროკურატურა