თალიბებმა სპორტსმენ გოგონას თავი მოჰკვეთეს
ავღანეთის ფრენბურთის ახალგაზრდული ნაკრების წევრ გოგონას, მაჰჯუბინ ჰაკიმს თალიბებმა ქაბულში თავი მოჰკვეთეს. მედიის ვარაუდით, ინფორმაცია გოგონას ყოფილმა მწვრთნელმა ქალმა გაავრცელა, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით, ფსევდონიმი სურაია აფზალი გამოიყენა.
შემზარავი ამბავი ოქტომბრის დასაწყისში მოხდა, მაგრამ გოგონას ოჯახის წევრებმა, შურისძიების შიშით არაფერი გაამჟღავნეს. მწვრთნელის განცხადებით, ტრაგედიის შესახებ ოჯახის წევრების გარდა არავინ იცოდა. თალიბანის მოსვლამდე მაჰჯუბინ ჰაკიმი ქაბულის მუნიციპალიტეტის გუნდში თამაშობდა. მას შემდეგ, რაც ქაბულში მმართველობა შეიცვალა, ქალთა გუნდის მხოლოდ ორმა მონაწილემ მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა, დანარჩენები იძულებულნი გახდნენ, საკუთარ ქვეყანაშივე დამალულიყვნენ. მათი მცდელობა რომ დახმარება მიეღოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, უშედეგო აღმოჩნდა.
რამდენიმე კვირით ადრე, 30-მდე სპორტსმენმა ქალმა ადამიანთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, რათა ისინი მათ ქვეყნის დატოვებაში დახმარებოდნენ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანმა შეძლო. სწორედ მათ გაავრცელეს ინფორმაცია, თალიბების მიერ აგვისტოში გუნდის კიდევ ერთი წევრის მოკვლის შესახებ.
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...





























