The New York Times-ი: ვენესუელაში ტრამპის სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

 ვენესუელაზე აშშ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - აღნიშნულის შესახებ The New York Times-ი ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. თუმცა, მან მიანიშნა, რომ ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ-ის ვერტმფრენებს, რომლებიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის გამოსაყვანად მოძრაობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.

მან თქვა, რომ ერთი ვერტმფრენი დაზიანდა და ყველა ამერიკული თვითმფრინავი „შინ დაბრუნდა“.

ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების ოპერაციის დროს დაახლოებით ექვსი ჯარისკაცი დაშავდა.

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მადურო ბრუკლინში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767539967

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრე...

ყაველაშვილი

1767537872

ახალი ამბები

სროლა მარნეულში - დაშავდა ორი ადამიანი

 მარნეულში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1767534447

საზოგადოება

სანდრო მამუკელაშვილმა წელი მოგებით დაიწყო

 ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლის შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. „ტორონტო რეპტორსმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს „ატლანტა ჰოუქსი“ 17-ქულიანი სხვაობით - 134:117...

სანდრო მამუკელაშვილი

1767530464

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერი: მადუროს რეჟიმის დასასრულს არ ვგლოვობთ, მაგრამ საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი დიდი ხანია ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ გლოვოს მის რეჟიმს, თუმცა ამავდროულად სტარმერი ხაზ...

კირ სტარმერი

1767530341

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ილია მეორეს მსახურება არის სამაგალითო ჩვენი თაობისთვის, როგორც სიბნელეში მანათობელი სანთელი და მისაბაძი ნიმუში, თუ როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა თავდადებით, ერთგულებითა და სიყვარულით

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს. „ყოველი ასეთი დღე, ყოველი გ...

შალვა პაპუაშვილი