The New York Times: ირანის იერიშების შედეგად უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, ვიდრე საჯაროდ იყო ინფორმაცია გავრცელებული

პენტაგონი ძირითადად, არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმ ამერიკელი სამხედროების შესახებ, რომლებიც ირანის თავდასხმების შედეგად ამერიკულ ობიექტებზე დაშავდნენ და მიზეზად „ოპერატიულ უსაფრთხოებას“ ასახელებს, - აღნიშნულის შესახებ The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, 17 ივლისის წინა კვირაში ირანის თავდასხმების შედეგად უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა, ვიდრე საჯაროდ იყო გავრცელებული ინფორმაცია.

კერძოდ, იორდანიაში 17 ივლისის ინციდენტის გარდა, სადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი დაიკარგა, ხოლო ოთხი დაშავდა, ირანმა კიდევ სამი დარტყმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

წყაროების ცნობით, ამ თავდასხმების შედეგად ათობით ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა და რამდენიმე ვერტმფრენი დაზიანდა.

პენტაგონს ირანის ამ დარტყმების ან მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ამასთან, წყარომ თქვა, რომ შეუსაბამო იქნება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც „ირანს დაეხმარება“.

პენტაგონის მთავარმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია იმალება.

ამ წყაროს მონაცემებით, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კონფლიქტის პერიოდში დაიღუპა 14 და დაიჭრა 427 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784614568

საზოგადოება

შიო მესამე: ნანი ბრეგვაძის სახელი ქართული კულტურისა და ეროვნული საგანძურის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს და გულითადად ვმადლობთ გამორჩეული ხელოვნებისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს. როგორც შიო მესამე მილოცვაში აღნიშნავს, ნანი ბრეგვაძის შემოქმედებას დრო ახალ სიღრმეს სძენს. „ქალბატონი ნანი ბრეგვაძის...

შიო მესამე და ნანი ბრეგვა

1784614331

ახალი ამბები

უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელ...

წვიმიანი ამინდი

1784611874

საზოგადოება

თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა

თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგენილია ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს აკავშირებს ომალოსთან და ბართან. ადგილობრივ მოსახლეობ...

შენაქო-დიკლო

1784610509

საზოგადოება

თბილისში მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა - ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო...

ძლიერი წვიმა

1784609317

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ივლისს საქართველოში

21 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...

ამინდი