კახა კალაძე – ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ უფრო მომზადებული ხვდები გამოწვევებს, გავაძლიერებთ მუშაობას, რათა პრობლემები არ იყოს დედაქალაქში
ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს, სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ზოგიერთ ქუჩასა და გამზირზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები მოძველებულია და ეტაპობრივად ყველაფერი განახლდება.
„ცხელი ხაზი მუშაობს და ყველა შემოსულ ზარს ვპასუხობთ, რის შემდეგაც შესაბამის რეაგირებას ვახდენთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნ. დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები. რაიონებიდან გარკვეული მომართვიანობა იყო და ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველას გვერდით დავუდგებით. ქალაქის მართვა არ ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს. ქალაქის მართვა ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ამგვარ გამოწვევებს უფრო მომზადებული ხვდები. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყო დედაქალაქში.
გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, თუმცა უმეტესობა ქუჩებსა და გამზირებზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის მოძველებული, ისეთი მდგომარეობაა, რომ კრიტიკას ვერ უძლებს, შესაბამისად, ეტაპობრივად ყველაფერს განვაახლებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება, რადგან დიდ თანხებზეა საუბარი, მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვმნელოვანი საჭიროებები და პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
1784635010
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. „ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს უდიდესი პატივისცემით ვულოცავ 90 წლის იუბილეს! უნიკალური ხმით, შესრულების განუმეორებელი მან...
1784633567
საზოგადოებაგიორგი ჯინჭარაძე: მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იძულებით გადაადგილებული დოქტორანტები 1000 და 1500-ლარიან ერთჯერად სტიპენდიას მიიღებენ, განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარ...
1784632197
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრ...
1784631028
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13- წლიანი პ...
1784630479
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია
აფხაზეთის თემატიკის გაძლიერების მიზნით, ამოქმედდა აკაკი ჩხენკელის სახელობის სტიპენდია, აღნიშნული ინიციატივის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის...



























