ტრამპი ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის არარსებობაზე: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა, რადგან ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი დარტყმა ირანზე „ძალიან სწრაფად მოხდა“. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

„ისინი [ირანი] ისრაელზე თავდასხმას ამზადებდნენ. ისინი სხვა ქვეყნებზეც ამზადებდნენ თავდასხმას. ახლა ამის მომსწრენი ხართ. ბევრი რაკეტა მიზანს აღწევს. მათ სხვა ქვეყნები დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მიზანში ამოღებული“, - თქვა ტრამპმა.

გამოცემას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, დილან ჯონსონის განცხადება მოჰყავს, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს 3 ათასამდე ამერიკელთან აქვს კონტაქტი, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ჩარჩნენ, რადგან ისრაელის, კატარის, ირანის და სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცე კვლავ დაკეტილია.

ჯონსონმა აგრეთვე განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად უზრუნველყოფს სამხედრო თვითმფრინავებსა და ჩარტერულ რეისებს, რათა ახლო აღმოსავლეთში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოიყვანოს.

როგორც The Hill-ი აღნიშნავს, ისრაელში ჩარჩენილი 500-მდე ამერიკის მოქალაქე სახელმწიფო დეპარტამენტს დაუკავშირდა და ქვეყნიდან გაყვანა სთხოვა. დღეის მდგომარეობით, 130 ადამიანზე მეტი ისრაელიდან გაყვანილია, კიდევ 100 ამერიკელი ქვეყანას უახლოეს მომავალში დატოვებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772607376

საზოგადოება

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ინ...

დაკავება

1772606495

ახალი ამბები

აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული თ.ზ. ზუგდიდში დ...

 დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1772605684

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ირანელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. მედიის...

ჰორმუზის სრუტ

1772605373

ახალი ამბები

ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, , დაშავებულია, სულ მცირე, 335 ადამიანი. გამთენიისას, ბეირ...

 ისრაელის საჰაერო იერიში

1772604752

საზოგადოება

თორნიკე ფაღავა „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებაზე: შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ. დეპუტატი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმე...

თორნიკე ფაღავა