Politico: ტრამპს დრო ეწურება, რათა ირანის ომის რაციონალურობა ახსნას
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მოუფიქრებია, თუ როგორ გაყიდოს ირანში სამხედრო კამპანიის დაწყება, ხოლო დრო სულ უფრო ნაკლები რჩება.
კონფლიქტის დაწყებიდან ოთხი დღე გავიდა და ერთადერთი, რის თქმაც შეუძლიათ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს არის ის, რომ ირანში ომი არ არის ერაყი, ეს არ არის უსასრულო ომი და ეს არ არის ომი, რომელიც ამერიკამ თავად აირჩია.
როგორც გამოცემა წერს, სანამ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს ახსნას შეტევა იმით, რომ თითქოს ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან ახლოსაა, ან მას ბალისტიკური რაკეტები აქვს, ანდა ის ისრაელზე თავდასხმას გეგმავდა, ტრამპის მოკავშირეები მას აფრთხილებენ, რომ თეთრი სახლისთვის შესაძლებლობების ფანჯარა იხურება.
Politico მკითხველს შეახსენებს, რომ კონფლიქტის დაწყების დღიდან უკვე ექვსი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
ომი დაიწყო იმ ფონზე, როცა „რესპუბლიკელები“ მოძრაობა MAGA-დან ტრამპს ურჩევდნენ ყურადღება შიდა პრობლემებზე გაემახვილებინა. მათ ეშინიათ, რომ კონფლიქტი დროში გაიწელება, რაც ბენზინზე ფასების ზრდას გამოიწვევს მაშინ, როცა ტრამპი ცდილობს საწვავი უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ეს ფაქტორი ამომრჩევლის დემორალიზებას გამოიწვევს და პარტიის წარმატებას ნოემბერში გასამართ შუალედურ არჩევნებზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
ტრამპის მოძრაობა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (MAGA) იქმნებოდა სხვა ქვეყნებში შეჭრისადმი სკეპტიციზმზე. თავად ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ არცერთ ქვეყანაში არ შეიჭრებოდა.
გამოცემის ცნობით, ტრამპის კონსერვატორი მოკავშირეები, ისეთები, როგორებიც არიან ტაკერ კარლსონი, მეგინ კელი და მეტ უოლში, ირანზე თავდასხმას აკრიტიკებენ. ისინი აგრეთვე აკრიტიკებენ თეთრი სახლის ადმინისტრაციას, რადგან მან სათანადოდ ვერ ახსნა ომის მიზეზები.
1772610892
საზოგადოებამდინარე მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს...
1772610156
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელია...
1772610127
მსოფლიოისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ირანული რეჟიმი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ნაცვლად დანიშნავს, მიზანში იქნება ამოღებული ლიკვიდაციის მიზნით. „ნებისმიე...
1772608647
საზოგადოებაგიორგი გოგშელიძე: ჩვენი მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე და მართლა დასაფასებელია
გიორგი გოგშელიძე, რომელიც დღეს დილას ომანიდან სამშობლოში დაბრუნდა, მედიასთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე. „სიმშვიდე იყო, უბრ...
1772607467
მსოფლიოტრამპი ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის არარსებობაზე: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა, რადგან ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი დარტყმა ირანზე „ძალიან სწრაფად მოხდა“. ინფორმაცი...


























