ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას.
დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ნაღმები დროულად არ იქნება აღებული, ირანი უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო შედეგების წინაშე დადგება.
„თუ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმები განათავსა - თუმცა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ ეს გააკეთეს - ჩვენ ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ აღებას! თუ რაიმე მიზეზით ნაღმები მაინც განთავსდა და მათ სასწრაფოდ არ აიღებენ, ირანისთვის სამხედრო შედეგები იქნება იმ მასშტაბის, რომელიც მანამდე არავის უნახავს. მეორე მხრივ, თუ ისინი აიღებენ იმას, რაც შესაძლოა განათავსეს, ეს იქნება გიგანტური ნაბიჯი სწორი მიმართულებით!“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
1773167710
საზოგადოებაფაიგ ნაბიევი: ქართული სახელმწიფო დღეს რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს
ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, - განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე. მისივე თქმით,...
1773167671
საზოგადოებაეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება
საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირ...
1773167636
საზოგადოებასაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვ...
1773167579
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლ...
1773165426
საზოგადოებაგიორგი ჩაკვეტაძე: გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან
გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან,...


























