გია ვოლსკი - ბაჩო ახალაია უშუალოდ მონაწილეობდა ძალადობის ორგანიზებაში, ჩართული იყო ადამიანების წამებაში, რაზედაც სტრასბურგის სასამართლომაც მიგვითითა

არანაირი კითხვა არ დარჩა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი შეცდომები ან უნებლიე გადაცდომები. ამასთან დაკავშირებით სავსებით აშკარა განცხადებები გააკეთეს, და არამარტო ბაჩო ახალაიამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ჩვენ არაერთი ადამიანისაგან მოვისმინეთ ასეთი განცხადება, თუნდაც გირჩი ჯაფარიძე ავიღოთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო. მან თქვა, რომ არცერთ საკითხთან დაკავშირებით შეცდომა არ ყოფილა ჩადენილი და ნურავინ მოელის ბოდიშს. ბაჩო ახალაია გირჩი ჯაფარიძისგან განსხვავდება იმით, რომ ის უშუალო მონაწილეობას იღებდა ძალადობის ორგანიზებაში, უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების წამებაში, რაზედაც სტრასბურგის სასამართლომაც მიგვითითა. აქედან გამომდინარე, ნურავის ექნება შეკითხვა იმაზე, თუ რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“. თუ მაგალითად ავიღებთ ბაჩო ახალაიას ამ აღიარებას, რომ სწორად მოქმედებდნენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და წამება ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ნურავის ექნება დამატებითი შეკითხვა“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768660124

მსოფლიო

ირანის უმაღლესმა ლიდერმა საპროტესტო აქციებში აშშ დაადანაშაულა

ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ აშშ და მისი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პასუხისმგებლები არიან მსხვერპლზე, ზარალზე და ცილისწამებაზე ირანში ამ დღეებში მომხდარი საპროტესტო აქც...

ირანის უმაღლესმა ლიდერმა

1768658239

მსოფლიო

ტრამპმა ღაზის სექტორში „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრთა სიაში მარკო რუბიო და ტონი ბლერი შეიყვანა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი...

ტონი ბლერი

1768655762

მსოფლიო

ირანის გადაყენებული შაჰის შვილი: მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სიტყვის კაცია

ირანის გადაყენებული შაჰის შვილმა რეზა ფეჰლევიმ განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ისლამური რესპუბლიკა დაეცემა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა უცხოური ჩარევის მნიშვნელობას. ფეჰლევის თქმით, მას კვლავ სჯერა...

რეზა ფეჰლევი

1768653931

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ფაქტობრივად, ქალბატონ სანდუს გამოუვიდა, რომ რუმინეთს სთხოვა, მოდი, მიგვიერთეო, ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, ყველაზე კარგი მაგალითი, რომ პატარა ქვეყანას შეუძლია, გადარჩეს, საქართველოა

შოკის მომგვრელია, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირდაპირ ამბობს, მზადაა, ჩააბაროს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მოსახლეობის იდენტობა და, რა თქმა უნდა, რუმინულმა მხარემ ამას დიდი მოლ...

ლევან მაჭავარიანი

1768651917

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი რუმინეთთან შეერთების შესახებ მოლდოვის ლიდერების განცხადებებზე: უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. რამ შექმნა ეს უმძიმესი მდგომარეობა და რა მიმართულებით უნდოდათ, განევითარებინათ საქართველოში პროცესები

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი რუმინეთთან შეერთების საკითხზე მოლდოვას ლიდერების განცხადებებს აფასებს. „ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა პრ...

გია ვოლსკი