ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტის „გაწმენდის პროცესს“ იწყებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „ჰორმუზის სრუტეს წმენდს“.
„ჩვენ ახლა ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, როგორც შეღავათს მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისა და მრავალი სხვა ქვეყნისთვის. წარმოუდგენელია, მაგრამ მათ არ აქვთ გამბედაობა, ან ნება, რომ ეს სამუშაო თავად შეასრულონ. თუმცა ძალიან საინტერესოა, რომ მრავალი ქვეყნიდან ნავთობის გადამზიდი ცარიელი გემები ამერიკის შეერთებულ შტატებში მოემართებიან ნავთობით დასატვირთად“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მედია იმის გამო, რომ, მისი თქმით, ისინი ირანთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.
„...მათ უყვართ იმის თქმა, რომ ირანი „იმარჯვებს“, სინამდვილეში კი ყველამ იცის, რომ ისინი აგებენ და დიდი დანაკარგით. მათი საზღვაო ძალები გაქრა, მათი საჰაერო ძალები გაქრა, მათი საზენიტო აპარატურა აღარ არსებობს, რადარი მკვდარია, მათი რაკეტებისა და დრონების ქარხნები დიდწილად განადგურდა თავად რაკეტებთან და დრონებთან ერთად და, რაც მთავარია, მათი დიდი ხნის „ლიდერები“ აღარ არიან ჩვენთან“, - დაწერა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-მა ირანის 28 დამნაღველი გემი გაანადგურა, რომლებიც ახლა ზღვის ფსკერზეა.
1775914018
მსოფლიოისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიწყო
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, მხარეები ერთმანეთს პირისპირ, თუ შუამავლების მეშვეობით ხვდებიან. თუკი დადა...
1775913829
საზოგადოებასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მინისტრი ნიუ - იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე...
1775912576
მსოფლიოზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ 175 უკრაინელი სამხედრო რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა. ზელენსკის განცხადებით, ჯარისკაცების უმეტესობა ტყვეობაში 2022...
1775909468
მსოფლიოპაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ამერიკულ და ირანულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ისლამაბადში აშშ-ირანის მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანულ და ამერიკულ მხარეებთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს....
1775908327
მსოფლიოსომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა, არის მსხვერპლი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 12 დაშავდა. დ...



























