უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები
პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, ინიაციო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, და ყველა იმ ქვეყნის, რომელმაც დღეს მკაფიოდ დაიცვა გაეროს წესდება და ჰელსინკის პრინციპები, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
„დღეს, უკრაინის მოთხოვნით, ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოსა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის ერთობლივი სპეციალური სხდომა გაიმართა.
ამ ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმები, ისევე როგორც მოსკოვის უახლესი მუქარები.
ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსული ტერორი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მზადყოფნა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, დააშინოს ჩვენი სახელმწიფო და უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო თანამეგობრობა მყარად დგას უკრაინის გვერდით.
მე ვაფასებ ნამდვილი სოლიდარობისა და მხარდაჭერის ყველა გზავნილს, ისევე როგორც ეუთოში შვეიცარიის თავმჯდომარეობის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმში საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ამ შეხვედრის მოწვევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
Today, a special joint meeting of the @OSCE Permanent Council and the Forum for Security Co-operation in Vienna was convened at Ukraine’s demand.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) May 26, 2026
This joint meeting addressed Russia’s massive missile and drone attacks against Ukraine, as well as Moscow’s latest threats.
OSCE… pic.twitter.com/DYxw6LEtjY
1779817703
საზოგადოებააზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ბაქო-თბილისის მატარებელზე: შესანიშნავი მატარებელია შესანიშნავი პირობებით - ეს განავითარებს კავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
ყველას გილოცავთ, ეს არის შესანიშნავი მოვლენა, მას 6 წლის განმავლობაში ველოდით, - განაცხადა მედიასთან აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჯავიდ გურბანოვმა ბაქო-თბილისი...
1779815446
საზოგადოებააბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდ...
1779814126
საზოგადოებაბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
6 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით 08:41-ზე ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა. მგზავრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენე...
1779813225
საზოგადოებასაგარეო უწყება: ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად...
1779812131
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი
ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურ...


























