აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ბაქო-თბილისის მატარებელზე: შესანიშნავი მატარებელია შესანიშნავი პირობებით - ეს განავითარებს კავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის

ყველას გილოცავთ, ეს არის შესანიშნავი მოვლენა, მას 6 წლის განმავლობაში ველოდით, - განაცხადა მედიასთან აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჯავიდ გურბანოვმა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისის შესახებ, რომელიც დღეს შესრულდა.

მინისტრის მოადგილემ, რომელიც დღეს შესრულებული პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„თქვენ იცით, რომ პანდემიის შემდეგ ეს პირველად მოხდა. შესანიშნავი მატარებელია შესანიშნავი პირობებით. ყველაფერი კი აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დამსახურებით, ხელმოწერის შემდეგ მოხდა. ეს განავითარებს კავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. სამომავლო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია, ეს ჩვენს ხალხებს შორის კავშირებისთვის ახალი შესაძლებლობაა“, - განაცხადა ჯავიდ გურბანოვმა.

6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისი დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779812131

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი

ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურ...

ბაჩო ოდიშარია

1779811033

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენი ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მეძლევა შესაძლებლობა, თქვენს აღმატებულებას...

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი

1779810212

საზოგადოება

პაატა სალია: თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს. ადგილზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობ...

პაატა სალია

1779809308

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს დამოუკიდებლობის...

მიხეილ ყაველაშვილი

1779807920

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავში...

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო