უკრაინული დელეგაცია ტრამპის წარმომადგენლებთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა

უკრაინული დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხ კოლეგასთან, პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრების შემდეგ „მეტი სიცხადე იქნება იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე მომზადებულია ამერიკულ მხარესთან ერთად, ასევე რუსეთის პასუხთან დაკავშირებით მთელი იმ დიპლომატიური მუშაობის ფონზე, რომელიც მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს“.

ზელენსკიმ დააზუსტა, რომ საჭიროა უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის აღდგენის პაკეტთან დაკავშირებული რიგი საკითხების დახვეწა. მისი თქმით, ყველაფერი მზად თუ იქნება, ხელმოწერა, შესაძლოა, 19–23 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგეს.

„საკითხი არ არის იმაში, რომ დღესვე, სასწრაფოდ მოვაწეროთ ხელი. მნიშვნელოვანია, იქ იყოს ყველა ასპექტი, რომელზედაც პარტნიორებთან ვისაუბრეთ, რომ უკრაინა ომის შემდეგ არ დარჩეს „შიშველი და ფეხშიშველი“, გვქონდეს რეალური ფინანსური მხარდაჭერა. სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

საუბარია, მათ შორის, ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის მოზიდვაზე უკრაინის აღსადგენად.

2025 წლის დეკემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად გაასაჯაროვა სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტი, რომელსაც მოლაპარაკებების მონაწილე მხარეები განიხილავენ. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-თან უკვე შეათანხმეს ძირითადი პარამეტრები. აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შაბათს მაიამიში გაიმართება ამერიკა-უკრაინის კონსულტაციების მორიგი რაუნდი კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხზე. სტეფანიშინას თქმით, უკრაინული მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და პრეზიდენტის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია. სტეფანიშინას არ დაუკონკრეტებია, ვინ წარმოადგენს შეერთებულ შტატებს, თუმცა წარსულში ამ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. სტეფანიშინა ასევე წერს, რომ ვაშინგტონი და კიევი „მუშაობენ ორ საკვანძო დოკუმენტზე, უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმებებზე, რომელთა საერთო მოცულობა 800 მილიარდ დოლარამდეა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768584902

სპორტი

საქართველოს სახელით მოასპარეზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვებში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა

დიდ ბრიტანეთში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა რიტმულ ცეკვებში 78.67 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მეექვსე ა...

დიანა დევისის

1768582520

საზოგადოება

ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში

„სინამდვილეში ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოსგან ჩამოაყალიბა ნამდვილი, თანამედროვე სახელმწიფოს კონტურების მქონე საქართველო“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ დაკავებამდე ვიდეო...

ბაჩო ახალაია

1768581281

საზოგადოება

თბილისში, დიღომში მანქანების სახელოსნოში ხანძარია

დიღომში, მანქანების სახელოსნოში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

ხანძარი ბათუმში

1768578929

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანში ბოლო დროს მომხდარ არეულობებში პირდაპირი როლი ითამაშეს აშშ-მა და ისრაელმა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, ბოლო დროს მომხდარ არეულობებში პირდაპირი როლი ითამაშეს აშშ-მა და ისრაელმა. ირანის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრ...

ირანის პრეზიდენტი

1768577399

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერის სპიკერი: კირ სტარმერს პრეზიდენტ პუტინთან საუბრის არავითარი გეგმა არ აქვს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს „პრეზიდენტ პუტინთან საუბრის არავითარი გეგმა არ აქვს“, - განაცხადა პარასკევს ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა. „მისი მიზანი ცალსახად უკრაინის მხარდაჭერაა ს...

ბრიტანეთის პრემიერი