გიორგი დოლიძე: 2025 წელმა ტურიზმის ინდუსტრიაში ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა
„2025-მა წელმა ტურიზმის ინდუსტრიაში ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან დამაჯერებელი და დამაიმედებელია კერძო სექტორისთვის. ყველანაირ ისტორიულ მაქსიმუმს გადავაჭარბეთ, რაც კი აქამდე გვქონია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდ პანდემიამდე პერიოდი ფაქტობრივად, სრულად არის აღდგენილი, როგორც ვიზიტების, ასევე, შემოსავლების მიმართულებით“, - აცხადებს HSC Group Hospitality-ს დამფუძნებელი გიორგი დოლიძე და საქართველოში ტურისტული ნაკადის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირებას ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის შრომის შედეგს უწოდებს.
„სტრატეგიული ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფოს მხრიდან 2025 წელს, როგორიცაა ფრენების დამატება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან: დიდი ბრიტანეთი, ევროპა, აზიის და არაბეთის ქვეყნები, ინდოეთისა და ჩინეთის მიმართულება, რამაც დადებითი შედეგი იქონია და ტურისტული ნაკადის ზრდა გამოიწვია.
ასევე, ხაზგასასმელია, რომ იმ ლოკაციებზე, საიდანაც დაემატა ფრენები, მიზანმიმართული მარკეტინგული კამპანიები დაიგეგმა. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო კერძო სექტორის აქტიურობა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზეც, სადაც ცდილობდნენ ბაზრების დივერსიფიკაციას და ახალი პარტნიორების მოძიებას.
ვფიქრობთ, 2026 წელს საშუალო დატვირთულობას 85%-ს მივაღწევთ. ასე რომ, დამაიმედებლად ვუყურებთ აღნიშნულ სექტორში ბიზნესის განვითარებას. ვფიქრობ, 6 მილიონსაც გადააჭარბებს საქართველოში ტურისტების რაოდენობა და შემოსავალიც შესაბამისად, 2025 წელთან შედარებით, 10%-ით გაიზრდება“, - აღნიშნავს გიორგი დოლიძე.
1768567444
ახალი ამბებიტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი: საქართველო მიმზიდველი ტურისტული დანიშნულებაა საერთაშორისო მოგზაურებისთვის
„2025 წლის ტურისტული სეზონი საქართველოში ნამდვილად შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული და ერთ-ერთი სტაბილურად მზარდი სეზონი“, - აცხადებს ტურისტული სააგენტოს Travel Door-ის გენერალური მენეჯერი თამ...
1768566234
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრს შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო
მყინვარები არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრე, თუმცა, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მყინვარებს სტიქიური საფრთხეებიც უკავშირდება, რაც შოვის ტრაგედიამ ორიოდე წლის წ...
1768566118
ახალი ამბებითამარ ჩხეიძე: ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგულმა კამპანიებმა 2025 წელს მზარდი შედეგი მოგვცა - აქტიურობა დაფიქსირდა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მანამდე არ ყოფილა
„პირდაპირმა ფრენებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორების ნაკადები მნიშვნელოვნად გაზარდა. ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგულმა კამპანიებმა 2025 წელს მზარდი შედეგი მოგვცა - აქტიურ...
1768565416
ახალი ამბებიმახაშვილი: ევროკავშირმა ოთხი წელი აცადა ორ ქვეყანას, ერთმანეთი დაეხოცათ და ამის შემდეგ გაახსენდათ თურმე მოლაპარაკებები
ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაეწყო უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, როდესაც ევროპის კონტინენტზე ამ მასშტაბის ომი დაიწყო, ბრიუსელს პირველივე დღიდან უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები...
1768563851
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: კორუფციისგან თავისუფლება გამჭვირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია
„კორუფციისგან თავისუფლება გამჭვირვალე და კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის გავლენას ახდენს როგორც ბიზნესგარემოზე, ასევე ინვესტორთა ნდობასა და სენტიმენტებზე. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნე...





























