WP: პენტაგონში შფოთავენ, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა უკონტროლო გახდეს
პენტაგონში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს შორის კვირას გაღრმავდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა უკონტროლოდ განვითარდეს, - წერს Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„განწყობა დაძაბული და პარანოიდალურია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.
უმაღლეს ხელმძღვანელობაში არსებობს შიში, რომ საომარი მოქმედებები კვირების განმავლობაში გაგრძელდება, რაც აშშ-ის შეზღუდულ საჰაერო თავდაცვის მარაგებზე წნეხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
„არსებობს შეშფოთება, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდება. არ მგონია, ხალხმა ბოლომდე გაიაზრა, თუ რა გავლენა აქვს ამან მარაგებზე“, - განაცხადა სხვა წყარომ და აღნიშნა, რომ შემომავალი რაკეტის გასანეიტრალებლად ხშირად ორი ან სამი საჰაერო თავდაცვის დამჭერი რაკეტა არის საჭირო.
1772437824
მსოფლიოლიბანში ისრაელის დარტყმის შედეგად ათობით დაღუპულის შესახებ განაცხადეს
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დარტყმის შედეგად ქვეყანაში სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, 149 კი დაშავდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები წინასწარია და შესაძლოა შეიცვალოს. ისრაე...
1772437533
საზოგადოებათბილისის მერიის პრესსამსახური: თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას
„თბილისის მერი კახა კალაძე, ჯერჯერობით აბუ-დაბიდან გამოფრენას ვერ ახერხებს“, - განუცხადეს „იმედინიუსს“ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბ...
1772437437
საზოგადოებაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინ...
1772436144
მსოფლიო„ჰეზბოლას“ პოლიტიკური ფრთის ლიდერი ბეირუთში ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა
„ჰეზბოლას“ საპარლამენტო ბლოკის ლიდერი მოჰამად რაადი ბეირუთში ისრაელის თავდაცვის ძალების საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე დარტყ...
1772433649
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაცი...



























