სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772431442

მსოფლიო

„ცაჰალმა“ ლიბანის სამხრეთის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის სამხრეთით მდებარე სოფლების მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვენ. „თქვენი უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ თქვენი სახლები და გაერიდოთ სოფლებს მინიმუმ 1000 მეტრის...

ლიბანის სამხრეთი

1772429444

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში

როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში, - წერს პარლამენტის თავმჯდომ...

შალვა პაპუაშვილი

1772429372

საზოგადოება

ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ გახარიას 20 ივნისის საქმეზე დააკავებენ, ის პოლიტპატიმარი იქნება

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „კვირის ფორმულა“ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ გიორგი გახარიას 20 ივნისის გამო დაიჭერენ, ის პოლიტპატი...

მთავარი არხი

1772428221

საზოგადოება

პიმენ ყურაშვილი: მწარე სიმართლე ბრიტანეთის ელჩისთვის - ბრიტანული სანქციები არაფერს ნიშნავს, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქართული მაუწყებლების მხარდამჭერების კონსოლიდაციას და ვინც დღეს ბედნიერია, კვლავ წააგებს!

ორი ქართული საეთერო ტელევიზიის არხი დასანქცირდა ბრიტანეთის მთავრობის მიერ, თითქოსდა პრორუსული და ანტიუკრაინული პროპაგანდის გამო, რაც იწვევს უკრაინის პოზიციების შესუსტებას. ეს სუფთა ნონსენსია და მხოლოდ...

პიმენ ყურაშვილი

1772427421

მსოფლიო

ისრაელისა და აშშ-ის ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს დაარტყა

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო მოქმედებები გრძელდება. ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს და ბენდერ-ე-ჩაბა...

სამხედრო ობიექტებ