ყაზახეთში, პროტესტის დროს 5 800 ადამიანი დააკავეს

ყაზახეთში არეულობა გრძელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დილის არეულობის დროს მინიმუმ 5 135 პირი დააკავეს. მედია წერს, რომ მათგან 134-ს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება.

დაკავებულებს შორის უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

deutsche welle-ს ინფორმაციით, შეიქმნება სამთავრობო კომისია "არეულობის შედეგების აღმოსაფხვრელად. შესაბამისი ბრძანება 9 აინვარს ქვეყნის პრეზიდენტმა გასცა. ამჟამად ყაზახეთში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით 125 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 134 ადამიანი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დააზუსტა უშიშროების დაღუპული თანამშრომლების რაოდენობა. სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 16, დაშავდა 1.3 ათასზე მეტი პოლიციელი, ეროვნული გვარდიის წევრი და სამხედრო მოსამსახურე. მანამდე, ხელისუფლება 18 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ, ერლან ტურგუმბაევის ინფორმაციით, არეულობებთან დაკავშირებით აღძრულია 125 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის ძალადობის, მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტებზე. მისი თქმით, 400-ზე მეტი მანქანა დაზიანდა და განადგურდა, მათგან 346 პოლიციის მანქანაა. ტურგუმბაევმა აღნიშნა, რომ გაძარცვულია 100-ზე მეტი დიდი სავაჭრო ობიექტი და ბანკი. წინასწარი ზარალი დაახლოებით 212 მილიონი დოლარია.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵 ვაქცინის გაკეთება საჭირო იქნება ყოველ 3-4 თვეში - გიორგი ფხაკაძე

🔵კიდევ 31 გარდაცვლილი და კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა საქართველოში

🔵"ვგმობ ძალადობას და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს" - სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში არსებულ ვითარებას ეხმაურება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754399376

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა 5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7013 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7029 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარი, ვალუტა, კურსი

1754399046

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს კონფერენცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად თურქმენეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო გაეროს კონფერენციაში. მინისტრის...

მარიამ ქვრივიშვილი

1754398427

ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიხეილ შედანია დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, შედანია “აზოვის” პოლკის მებრძოლი იყო.  დაღუპულს საქართველოში ჩამოასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შედანია...

ააა

1754398156

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგ...

 პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1754398121

საზოგადოება

პრემიერი: არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება, ამას თუ დავანახვებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა

არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა...

ირაკლი კობახიძე