ზელენსკი: უკრაინის ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაწესდება
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების მძიმე შედეგების გამო, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმების შედეგები ძალიან მძიმეა, ისევე როგორც ამინდის პირობების გაუარესება.
მისი თქმით, სარემონტო ბრიგადები, ენერგეტიკული კომპანიები, მაშველები და კომუნალური სამსახურები - ახლა ყველა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა აღადგინონ ელექტრომომარაგება და გათბობა.
თუმცა, ვინაიდან ბევრი საკითხი სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს, ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. კერძოდ, კიევში შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.
„მთლიანობაში, უკრაინის ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაწესდება. ასეთ პირობებში ადამიანებისა და თემების მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული საკითხების გადაჭრის სამუშაოების ხელმძღვანელად განსაზღვრულია პირველი ვიცე-პრემიერი - უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კიდევ ერთი ამოცანაა - მთავრობამ მაქსიმალურად უნდა გაააქტიუროს მუშაობა პარტნიორებთან, რათა მათგან მიიღოს ენერგოსისტემის აღსადგენად საჭირო აღჭურვილობა და მხარდაჭერა.
1768410096
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი: 4 ოქტომბერს იყო სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა. მათი მთავარი მიზანი იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ახლა კეთილ ინებონ და აგონ თავიანთ ქმედებებზე პასუხი
4 ოქტომბერს იყო სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა. მათი მთავარი მიზანი იყო სახელმწიფოებრიობის მოშლა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ახლა კეთილ ინებონ და აგონ თავიანთ ქმედებებზე პასუხი...
1768408745
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ა.დ.დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდ...
1768407353
მსოფლიოურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიელებს ყოველთვის შეუძლიათ ევროკავშირის იმედი ჰქონდეთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, კუნძულის მოსახლეობის ინტერესები ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია. „გრენლანდიელებ...
1768405144
საზოგადოებადონალდ და მელანია ტრამპებმა, საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს შობა-ახალი წელი მიულოცეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს შობა-ახალი წელი მიულოცა. „მის აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსა და ქალბატონ თამ...
1768403580
საზოგადოებავახტანგ თოფურია: ე.წ. ლიბერალური „სამოქალაქო საზოგადოება“ აშანტაჟებდა ყველას, ვინც რუსეთთან დიალოგზე საუბარს გაბედავდა. ახლა, ევროკავშირი მიხვდა, რომ ომის დასრულება რუსებთან მოლაპარაკებების გარეშე შეუძლებელია
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია „პოლიტიკოს“ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროპა შიშობს, აშშ რუსეთთან მათთან თანხმობის გარეშე შეთანხმებას გააფორმებს. თოფურიას თქმით, ახლა...



























