ირაკლი კობახიძე: რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა, ჩვენთვის შემაშფოთებელია უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, რომ მზად არის, დათმოს სუვერენიტეტი
ჩვენთვის შემაშფოთებელი არის მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს რუმინეთის განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუმინეთი მზად არის, მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი სერიოზულად განიხილოს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს მოლდოვის სუვერენიტეტს.
„მოლდოვის სუვერენიტეტს ვუჭერთ მხარს, თუ თავად მოლდაველი ხალხი სხვა რამეს არ გადაწყვეტს. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შემაშფოთებელია თავად მოლდოვის ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა, რუმინეთს შეიძლება, ჰქონდეს გაფართოების ინტერესი, ეს მათი საქმეა. ჩვენთვის ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში არის უშუალოდ მოლდოვის ხელისუფლების პოზიცია, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება არის მზად, დათმოს სუვერენიტეტი და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებლობის დათმობას, ეს არის თავისთავად ყველაფერზე მეტყველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1768401350
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს
როდესაც შეურაცხმყოფელი შინაარსი იდება დროშის დღესთან დაკავშირებით, ამას არავითარი შეფასებაც კი არ შეიძლება მიეცეს, ეს არის მიზანმიმართული უხეშობა და ეს ყველაფერი წარმოაჩენს ევროპული ბიუროკრატიის სახეს...
1768399388
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელზედაც უკვე არაერთი წელია ვლაპარაკობთ
მისასალმებელია ის გარემოება, რომ დღეს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად ანალოგიურ შეფასებებს აძლევენ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, საუბრობენ იმ კრიზისზე, რომელ...
1768399163
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის საელჩოზე: კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან
კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის საქართველო, ქართული დროშა და ქართული პერსპექტივა დაკავშირებულია სწორედ ამ არეულობასთან, რევოლუციასთან, გადატრიალებასთან, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა...
1768398462
ახალი ამბებისაავტომობილო გზების დეპარტამენტი: რიკოთის მაგისტრალურ გზაზე დაფიქსირდა გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზ...
1768397650
ახალი ამბებიმკვლელობა თბილისში - არსებული ინფორმაციით, ქალი მოკლეს
თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ...



























