ზელენსკი: უკრაინის ომმა აშშ-ს მილიარდობით შემოსავალი მოუტანა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ომით მილიარდობით შემოსავალი და ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება მიიღო. მისი თქმით, ამერიკულ კომპანიებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძვირად ღირებულ იარაღზე აქვთ კონტრაქტები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომით გამოწვეული უზარმაზარი მოთხოვნის გამო.
„ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს ასეთი მოთხოვნა. ხალხს ეშინია. ეს უზარმაზარი თანხაა. ამერიკულმა კომპანიებმა მილიონები გამოიმუშავეს ლიცენზიებზეც კი, რადგან მათ ევროპაში ოფისები აქვთ. შესაბამისად, ეს მილიარდობით შემოსავალია. ვფიქრობ, ამ ომმა ზუსტად ეს მოიტანა, ყველაფერ ცუდის გარდა“, - განაცხადა ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პიერ მორგანთან ინტერვიუში.
ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც უკრაინაში განვითარდა, დასავლეთის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. შეერთებულმა შტატებმა თანამედროვე ფართომასშტაბიანი სახმელეთო ომის გამოცდილება მიიღო - არა მხოლოდ დაზვერვის დახმარებით, არამედ თავად სამხედროებისგანაც, რომლებიც ამერიკულ იარაღს იყენებენ.
„რომელი ამერიკული იარაღი მუშაობს, რა არ მუშაობს, რა არის ეფექტური. ჩვენ თვითონ შევიმუშავეთ დრონები რუსული ტექნიკის, ელექტროგადამცემი ქსელისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ, რაც აშშ-ს არ ჰქონდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
1738746600
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე მაგისტრალის გადაკეტვაზე: 2-3 დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ვსაუბრობდით, რომ აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას გამოეხმაურა. „2-3 დღის გა...
1738745051
მსოფლიოABC News: სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე. განუცხადა ABC News წყარომ. როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, დეპარტამენტი მიზნად ისა...
1738742501
ახალი ამბები„სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას“ განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მის...
1738741769
მსოფლიოგრენლანდიაში 11 მარტს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ 11 მარტს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა არქტიკული კუნძულის...
1738741682
საქართველოვლადიმერ ბოჟაძე ახალ რეგულაციებზე: სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა
სამ თვეზე მეტია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი, რათა დაიცვას საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყ...