1-ელი აპრილიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე აკრძალულია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„პირველი აპრილიდან, ასევე, ძალაში შედის პლასტმასის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი რეგულაცია. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს ეკრძალებათ პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება.შეზღუდვა არ ვრცელდება პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალების და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.
აღნიშნული რეგულაციების შესრულებაზე კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, ხოლო განმეორებითი დარღვევა - 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმასა და პროდუქციის კონფისკაციას.
მნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია არ ვრცელდება პლასტმასის პროდუქციის ექსპორტზე. მწარმოებლები, რომლებიც პროდუქციას ექსპორტის მიზნით ამზადებენ, ვალდებულნი არიან, წარმოების დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობონ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარმოების დაწყებისა და დასრულების ვადების, დასამზადებელი პროდუქციის რაოდენობის, საექსპორტო ქვეყნების და ექსპორტის განხორციელების გრაფიკის შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1775028803
ახალი ამბებიშარმანაშვილი Global Terrorism Index 2026-ში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე: თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი
თუ არა გლობალური თანამშრომლობა, ძალიან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე საუბარი, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი. დეპუტატი გ...
1775027791
ახალი ამბებილაშა ჯოხაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მან საქართველო დატოვა: ტყუილია, ისევ შს სამინისტროში ვარ დასაქმებული
ლაშა ჯოხაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს, ტყუილს უწოდებს. „ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგე...
1775025468
მსოფლიორომის პაპი: ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში
რომის პაპი ლეო XIV იმედოვნებს, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ აღდგომამდე დასრულდება. რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ. „მათ მოვუწ...
1775024304
მსოფლიონიკოპოლში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარ...
1775023560
მსოფლიომარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ აშშ-ს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გა...































