დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... მაშ - მშვიდობა ვჭამოოთ?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა.

„ე.წ. „პერესტროიკის დროს“ გენადი ხაზანოვს ჰქონდა ერთი მინიატურა „ამინდის პროგნოზის“ თემაზე. ის ასახელებდა ცნობილ ევროპულ ცენტრებს არაჩვეულებრივი ამინდის მონაცემებით და ყოველ ჯერზე უპირისპირებდა ამას ფრაზას - а в деревне Гадюкино дожди. გასაგებია მინიატურის სულისკვეთება, იმდროინდელი უფერული საბჭოთა ყოველდღიურობა შედარებულ იყო უცხოეთის მრავალფეროვან აყვავებულ გარემოსთან.

დღეს საინფორმაციო გამოშვების სულ რაღაც 10 წუთი დამჭირდა, რათა „პოლიტიკური ამინდის პროგნოზი“ გამეკეთებინა, ოღონდ „ხაზანოვისეული“ აქცენტებისგან 180-გრადუსიანი განსხვავებით: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ხოლო სოფელ ძეგვში უბრალოდ მზიანი ამინდია...

ქუვეითში აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია... ლიბანში საცხოვრებელი კვარტალები მიწასთან გაასწორეს, ხოლო სოფელ ძეგვში ჰაერის სისუფთავეს და არაჩვეულებრივ არომატს განაპირობებს დამუშავებული მიწის, ტყისა და მდინარის ჟანგბადოვანი მიქსი... თელ-ავივში განუწყვეტლივ ისმოდა საჰაერო თავდაცვის განგაში, ხოლო სოფელ ძეგვში გამთენიისას პირველი მგალობელი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ... ირანზე სარაკეტო იერიშები გრძელდებოდა, ხოლო სოფელ ძეგვში მტკვარზე თევზაობდნენ შაბათ-კვირისთვის, მემარხულეთა „ცოცხალით“ მომარაგების მიზნით... მთელ ისრაელში გაგრძელდა პროტესტები პალესტინელებისთვის ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯის შემოღების წინააღმდეგ - ხოლო სოფელ ძეგვში აყვავებული ბაღების სურნელი ტრიალებდა... მაშ - მშვიდობა ვჭამოოთ?“ - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775025468

მსოფლიო

რომის პაპი: ლიდერებს მოვუწოდებ, დიალოგს დაუბრუნდნენ, რათა ჩვენს გულებში მშვიდობა სუფევდეს, განსაკუთრებით აღდგომის პერიოდში

რომის პაპი ლეო XIV იმედოვნებს, რომ აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ აღდგომამდე დასრულდება. რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, დიალოგს დაუბრუნდნენ და ძალადობის შემცირების გზები ეძებონ. „მათ მოვუწ...

რომის პაპჯ

1775024304

მსოფლიო

ნიკოპოლში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლზე დრონებით იერიში მიიტანეს. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას თქმით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარ...

 სამი ადამიანი დაშავდა

1775023560

მსოფლიო

მარკო რუბიო: ირანთან ომის შემდეგ აშშ-ს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატოსთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს. „საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გა...

 მარკო რუბიო

1775023330

ახალი ამბები

„ფიზიკურად იძალადეს და 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გასტაცეს“ - დაკავებულია დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დ...

დაკავებადაკავება

1775023222

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ აპრილს საქართველოში

1-ელ აპრილს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ღრუბლიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.  ბათუმშ...

მზიანი ამინდი